calciomercato-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯოვანი სკოტომ გაკვირვება Tele A-ზე, გადაცემა Terzo Tempo-ში იმის გამო ვერ დამალა, რომ "ნაპოლიში" პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია არ ასრულებს.
სკოტო ირწმუნება, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოყალიბდა, თუ ვინ დაარტყამდა თერთმეტმეტრიანებს, ეს კვარაცხელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეასრულებინეს (ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან").
"ჩვენ დიმაროში ვიყავით და უკვე ივნისში ვიცოდით, რომ "ნაპოლიში" პენალტისტი კვარაცხელია იქნებოდა. არ ვიცი, აქამდე არც ერთხელ რატომ არ დაურტყამს იტალიის პირველობაზე და ამ პასუხისმგებლობას სხვა თანაგუნდელებს რატომ უტოვებს".