"შეძლებს კვარაცხელია მეორე მარადონა გახდეს?" - კავაზაშვილი კითხვაზე პასუხობს

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, იმაზე ისაუბრა, შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლური კლუბისთვის მეორე დიეგო მარადონა გახდეს.

"შეუძლია თუ არა მას მეორე მარადონა გახდეს? ამისათვის საჭიროა ხანგრძლივი საფეხბურთო ცხოვრებით იცხოვრო. მარადონამ ძალიან ხანგრძლივი საფეხბურთო ცხოვრება განვლო. იტალიის ჩემპიონატამდე მან აჩვენა, რომ ძალიან სერიოზული მოთამაშე და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ფავორიტი იყო.

როდესაც იტალიაში ჩავიდა, ამ ზღვარს გადააბიჯა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის ნაცვლად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რა თქმა უნდა, კიდევ როლი საქციელმა ითამაშა: ყველასთან "შენობით" იყო,
თავისუფლად იქცეოდა, ადვილად, ხელმისაწვდომად. ამიტომ ძლიერ უყვარდათ, მაგრამ შეძლებს კი კვარაცხელია ამის თავისი ხასიათის მიხედვით გაკეთებას, თუ არა? მე არ ვიცი", - ციტირებს კავაზაშვილს Спорт День за Днем-ი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაიმე, "გაიტანეთ გრენლადია" !!!
ისე მაინც
18:54 12-01-2023
1
მეორე მარადონა როგორ გახდება გვარს ხო არ გადაიკეთებს? ის კვარაცხელიაა ჩვენთვის ყოველთვის ასეთად იქნება უფრო სწორად რომ ვთქვა ჩვენ ხვიჩად დარჩება ქართველ ხალხში!!!
ზაზა
08:45 12-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული