მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

AutoSharing Option
საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა ქუთაისის "ტორპედომ" 3 ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა.

იმერული გუნდის რიგები ლევან მჭედლიძემ, მათე ცინცაძემ და დინო ჰამზიჩმა დატოვეს.

კახა ჩხეტიანის კლუბმა შევსებაც მიიღო. ამიერიდან "ტორპედოს" ფორმით 25 წლის მეკარე ოთო გოშაძე და 24 წლის ნახევარმცველი დავით სამურკასოვი იასპარეზებენ. 

პირველმა მათგანმა გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა, ადრე კი "საბურთალოში", ბოლნისის "სიონსა" და "თელავშიც" უთამაშია. 

რაც შეეხება სამურკასოვს, ის "ლოკომოტივის" აღზრდილი გახლავთ, მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული, 2022 წლის აგვისტოში საბერძნეთის მე-2 ლიგის ბინადარ "ეპისკოპს" მიაშურა, თუმცა
მალევე სამშობლოში დაბრუნდა.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეე ლევან მჭედლიძე სათადარიგოზეც მნიშვნელოვანი იყო ... ისეთი ტიპის ფეხბურთელია გადამწყვეტ თამაშში რომ გამოგადგება ქართული კლუბების დონეზე ... არ მომეწონა მაგის წასვლა ...
bejo
14:54 13-01-2023
7
ვერ ვგებულობ ამათ ტრანსფერებს,ძმები ხორხელები არ დაიმატეს ახალგაზრდა პერსპექტიულ იგროკებს და უგუნდო ჩამოწერილი ხალხი მოყავთ,ცოტა გაახალგაზრდავეთ გუნდი,
დათო
16:37 13-01-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული