ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
აჰააააააააააა
ვინა ხართ, სადა ხართ, რამდენნი ხართ, გამოდიით. რა პელე შექმენით ერთი-ორი გამოუვიდაო არაა?
კაშკაშებს, კაშკაშებს ჩვენი ვარსკვლავი!
მადლობა შვილო, დიდი მადლობაა!
ლევანი
14 იანვარი 2023 02:01
0
ასე დიდებულად მოგვილოცა ხვიჩუკამ ძველით ახალი წელი!
მეც გილოცავთ, ქართველებო!
აუ, რას არ გავიღებდი, დღეს რომ იქ, სტადიონზე ვყოფილიყავი... )
ILIA
14 იანვარი 2023 02:03
0
აქ სიტყვები ზედმეტიაა,დაამტკიცა ჩვენმა ოქროს ბიჭმა ველაფერი და კიდევ არაერთხელ დაამტკიცებს.უდიდეს წარმატებას ვუსურვებ მას!
გეგი
14 იანვარი 2023 01:44
0
ძველით ახალი წელი ისე მოგვილოცა, როგორც მას შეეეფერება! :) ყველას გილოცავთ, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. და კიდევ, ხვიჩას ხელმოცარულო მლანძღველებო, სოროებში წარმატებულ შემალვას და აქოთებას გისურვებთ. ;)
რატი
14 იანვარი 2023 02:08
1
შემდეგ თამაშებში ნახავთ კიდევ უფრო მაგარ ჯადოქრობებს,ამ ბრწყინვალე თამაშით ფსიქოლოგიური სტრესიც მოეხსნა,აქამდე რაც ქონდა ტრამვის შემდეგ..ხვიჩა ნეაპოლში მარადონას მემკვიდრედ იქცევა!!!
კრისტიანო
14 იანვარი 2023 01:56
1
Sofascore-ზე კვარას შეფასებე ყველაზე მეტია ორივე გუნდიდან: 9.0 !!!
თემური
14 იანვარი 2023 01:48
0
ბრწყინავს ბრილიანტი!!!
100%
14 იანვარი 2023 01:45
0
გ ი ლ ო ც ა ვ თ :)))
ხვიჩა სპალეტის: ხუთივე გოლში მივიღე მონაწილეობა!!! ერთი თავადვე შევაგდე!!! ორი ასისტი გავაკეთე!!!
სპალეტი: გაგიჭირდებოდა!!!:))))
დიდება უფალს!!! ისევ კაშკაშებს საქართველოს ვარსკვლავი!!!
გულშემატკივარი
14 იანვარი 2023 01:49
3
გენაცვალე ხვიჩა როგორ გაგვახარეეეეე......ბრავო.
G.LA
14 იანვარი 2023 01:57
0
მორჩა ხვიჩას თამაში ბიძი, ყველა გუნდმა გაშიფრა ბოლომდე :D:D:D ბიჭმა მარტომ მოუგო იუვეს! აცადონ თამაში, 100 მილიონიანი ფეხბერთელები ვერ თამაშობენ ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე, ახლა დაიწყო თამაში და რა მაგარია, თან კიდე მოუმატებს აუცილებლად გამოცდილებაც, რომ მოვა. მერე ოქროს ბურთისკენაც შეიძლება გახედვა :)
Franken
14 იანვარი 2023 03:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული