ხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ ამარცხებს - 2:1.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა.

საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - იუვენტუსი
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42)

მკითხველის კომენტარები / 9 /
5:1 Მადლობა ხვიჩა!!!
Ზაზა
02:43 14-01-2023
0
ხვიჩა დიდი მადლობა ჩვენი გახარებისთვის კაი ხანია ესე არ გამხარებია
ზაზა
01:47 14-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული