"მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურშიც გამოიჩინა თავი.
„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ 2:0 დაამარცხა. მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 9 გოლია. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშუა მაჯას ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.
„მეცი“ 31 ქულით მესამე პოზიციაზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ვალანსიენს“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სახლში „ამიენთან“ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და ფრეს დასჯერდა (1:1). ქართველი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ბორდო“ 33 ქულით მე-2 ადგილზეა და 28 იანვარს სტუმრად „დიჟონს“ დაუპირისპირდება.