სპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 5:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ჩემმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ. დიდებული საღამოა, გულშემატკივრებმა მაგრად დაგვიჭირეს მხარი და ფეხბურთელებმა ამისათვის მადლობა გადაუხადეს. სწორად ვმოქმედებდით, მაშინაც კი, როდესაც გოლი გავუშვით და მოწინააღმდეგე თამაშში დაბრუნდა.

ოსიმენის პოტენციალით გაოგნებული ვარ, რომლის რეალიზაცია ბოლომდე არ მოუხდენია. ის ყველაზე ძლიერია.

კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია, საგოლე ალღო, ბურთის მეკარისთვის ყველაზე ძნელად ასაღებ კუთხეში გადაგზავნა ეხერხება. გეგონება მარჯვენა ფეხით დარტყმას აპირებს, ამ დროს
კი ფინტით მარცხნივ გადის. ძლიერია ფიზიკურად და ტექნიკურად. მესმის, მის მსგავს ფეხბურთელებს არ მოსწონთ ძალისმიერი ორთაბრძოლები და დაცვითი ფუნქციების შეთავსება.

სკუდეტო? ეს გამარჯვება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გზავნილია. მეტოქეს ვაჯობეთ და მოგება დავიმსახურეთ".

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

 

altკვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩას გოლი! "ნაპოლი" ორბურთიანი სხვაობით იგებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
Ager citim waago da halandma veraferi qna, didi bodishi osimens magram shemqmnelebi aklia dghevandel fexburts, rogoric xvichaa, osimena magaria mara xvicha sxva donea, matchis win davwere iuve ganadgurdeba da xvicha gaitansoooo. Xvicham axali weli mogviloca.
3
როდესაც ინტერთან დამარცხდენ, სად არის ხვიჩაო. და არა ოხიმენი სად არისო. ეხლა ოსიმენი ყველაზე მაგარიაო. ღმერთმა გაუმარჯოს მაგრამ, ოსიმენი გუშინ გაიბრწყინებდა თუ კვარა არ ეყოლებოდა გვერდით.
კსხელი
15:32 14-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული