"იუვენტუსმა" მის შეძენაზე უარი თქვა, აი შედეგიც, "ნაპოლის" მაისური აცვია და ანადგურებს "ბიანკონერის" - calciomercato

AutoSharing Option
calciomercato ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსთან" (5:1) თამაშს გამოეხმაურა:

მიუხედავად იმისა, რომ "ინტერისა" და "სამპდორიას" წინააღმდეგ დათრგუნული ჩანდა, კვარაცხელიასთვის 2023 წლის დასაწყისი მაინც დაუვიწყარი გამოვიდა.

"იუვენტუსთან" მატჩი იყო ის, რომელშიც ხვიჩა კვლავ თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა და კლასი აჩვენა. მან ფრთაზე დანილო კინაღამ გააგიჟა და გოლების გატანაც განაგრძო — ანგარიში 2:0 გახადა. ეს იყო მისი მეშვიდე გოლი ჩემპიონატში. და ამ გოლს მოჰყვა ლაღი ზეიმი, რომლის დროსაც მან ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამ მომენტიდან მოყოლებული 77-ე ნომრის ნიჭი აღარ მინავლებულა
— მეორე ტაიმში მან კიდევ ორი საგოლე პასი ჩააწოდა: პირველად კუთხურიდან რაჰმანის გაატანინა, შემდეგ კი კვლავ ოსიმენს დაასვა ბურთი. მატჩის ბოლოს "მარადონა" მას ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო, ტრიბუნებზე კი სადაც მისი არაერთი თანამემამულე იჯდა საქართველოს ბევრი დროშა ფრიალებდა.

ეს იყო ნამდვილი ბედის ოინი, რადგან ყაზანის "რუბინისა" და ბათუმის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელს შეიძლებოდა "იუვენტუსის" მაისური ცმოდა. 2021 წელს "შავ-თეთრებს" მის ტურინში ჩაყვანამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდათ. პარატიჩის მისთვის წინასწარი კონტრაქტი უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი "ტოტენჰემში" გადავიდა, მისი წასვლის შემდეგ კი კლუბმა ქართველის შეძენაზე აღარ ისურვა. და აი შედეგიც, ის ვეზუვის ძირშია, "ნაპოლის" მაისურა აცვია და ანადგურებს გუნდს, რომელიც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო.

წყარო: Football's Greatest

მკითხველის კომენტარები / 4 /
Გაიგეთ ხალხო ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინელი პეტრაკოვი დავნიშნეთ.ასე ვეხმარებით სომხები უკრაინელ ხალხს რუსეთთან ომში.სლავა ჰაესტან! Გეროიამ სლავა ელი!
G.LA
11:15 15-01-2023
2
ეს გაჩუმების ჟესტი შეიძლება იუვენტუსის ფანებს გაუკეთა და არა კრიტიკოსებს.
იუვეს ფანები ხომ ძახდნენ ეს ნახევრადფეხბურთელი ვნახოთ რას იზამს ჩვენს წინააღმდეგო :))
0

სიახლეები პოპულარული