"ნაპოლი"-"კრემონეზე" - ლოჩოშვილი განაცხადში არაა, კვარაცხელია შეიძლება სათადარიგო იყოს

AutoSharing Option
17 იანვარს, იტალიის თასის 1/8 ფინალში, "ნაპოლი" "კრემონეზეს" უმასპინძლებს და სტუმართა გუნდის განაცხადში არაა მცველი ლუკა ლოჩოშვილი.

სერია A-ს გასულ ტურში სახლში "მონცასთან" 2:3 წაგების შემდეგ კრემონული გუნდის მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი გადააყენეს და მის ნაცვლად დავიდე ბალარდინი დანიშნეს, რომელმაც "ნაპოლისთან" მატჩის განაცხადში რიგი ფეხბურთელები და მათ შორის, ლოჩოშვილი არ შეიყვანა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, "იუვესთან" ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა არაა გამორიცხული, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ როტაციას მიმართოს და ქართველი დასვენების მიზნით ძირითად შემადგენლობაში არ დააყენოს.

"ნაპოლისა" და
"კრემონეზეს" დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპალეტიმ გუშინწინ თქვა, რომ 9 ფეხბურთელს დაასვენებს.
ქ. გ.
04:05 17-01-2023
0
სიმეონე რასპადორი ელმასი ზიელინსკი ანგისა ლოზანო. ესეთ შემადგენლობას გამოვიყვანდი
beqa
21:25 16-01-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული