"ქართველები იტალიელებს ჰგვანან - ხვიჩასავით ადგილიდან სტარტის აღება მხოლოდ მბაპეს შეუძლია" - ამბობს ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა bobsoccer-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. თვით არტისტები, მომღერლები და ბევრ რამეში იტალიელ შემსრულებლებზე ახდენენ ორიენტირებას. რაც შეეხება ხვიჩას, ბიჭი მაგრად თამაშობს. პირველ რიგში, ის სიმაღლეში 5-7 სანტიმეტრით გაიზარდა. ეს სიომინმა მითხრა. ის იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩავიდა. მეორე - დისციპლინირებული გახდა, უკან ჩადის, მუშაობს. მართალია, სპალეტი ამბობს, რომ ქართველს დაცვაში მუშაობა არ უყვარს, ისე, როგორც ამას მისგან მოითხოვს, მაგრამ ფეხბურთელი ამას აკეთებს. თავდამსხმელთაგან ვის უყვარს უკან ჩასვლა? ჩემთან
პროგრამა Футбольная столица-ში იური სიომინთან ვრცელი ინტერვიუ გავიდა. იქ მან ხვიჩაზე 10 წუთი ილაპარაკა. მოუსმინეთ - გაიგეთ, როგორ შეიცვალა ქართველი უკეთესობისაკენ.

- თქვენ სიომინს ეთანხმებით?
- დიახ, რა თქმა უნდა. ხვიჩას საოცარი დრიბლინგი აქვს, ადგილიდან სტარტი. მხოლოდ მბაპეს შეუძლია ასეთი სტარტი აიღოს და მეტოქეებს გასცდეს.

- არ გაგიკვირდათ, რომ კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში თავი წარმოაჩინა, რომელიც ხისტად ითვლება, ათლეტურად და ტაქტიკურად რთულად?
- ეს დიდი ხნის წინ იყო. იტალიაში ძლიერი ჩემპიონატია, ყველაზე მთავარი ესაა. იქ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით, იტალიის ნაკრებმა ბოლო ევროპის ჩემპიონატი მოიგო. სერია A-ში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. მარტო კიეზა რად ღირს. და ხვიჩა ყველა მოთხოვნას შეესაბამება. არ დაგავიწყდეთ, იტალიაში, ისევე, როგორც ბრაზილიაში, ფეხბურთი რელიგიაა. თუ უნარები გაგაჩნია, იქ მაღალ დონეზე ათამაშება უფრო ადვილია. ფეხბურთის ირგვლივ არსებული სიტუაცია ტალანტს ნიჭის გამოვლენაში ეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არავის არ ვგავართ ჩვენ ქართველები ვართ ისინი იტალიელები
რაბუ
11:41 17-01-2023
1
რუსიშ უმნიშ?! - თქვენ პირს გოზინაყი, ჩვენ ხვიჩა-კვარას ბევრი გოლი და პრიზები და რაც მთავარია ჯანმრთელობა - დანარჩენი თვითონ იცის!
პლეხანოვზე გაზრდილი
00:15 17-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული