"მაშინ რამდენი ღირს კვარაცხელია?" - მუდრიკის ტრანსფერმა სლუცკი და რუსული მედია გააოგნა

AutoSharing Option
22 წლის შემტევი ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი "ჩელსიმ" "შახტარისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, რამაც ბევრი გააკვირვა, რადგან მას ფეხბურთის სამყაროში თითქმის არ იცნობენ. ტრანსფერის შესახებ "Коммент.Шоу"-ს "იუთუბის" არხზე "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა:

"100 მილიონი ევრო მოთამაშეში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა - ეს საერთოდ როგორ? "ჩელსი" არ რის მომავლის გუნდი, ეს დღევანდელი დღის გუნდია. მომავლის ფეხბურთელი არ შეიძლება 100 მილიონი ღირდეს. ჩემი აზრით, მათ ფული აქვთ. კლუბის მფლობელებს უნდათ დაამტკიცონ, რომ წინამორბედებზე ნაკლებად ეფექტური არაფრით არ არიან.
ტრანსფერებში გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ ეს ქაოტურად მოჩანს, არაორგანიზებულად და შემთხვევითად. ვნახავთ, ამისგან რა გამოვა.

მუდრიკს გასაოცარი სისწრაფე აქვს, მაგრამ ასე მგონია, ეს მოთამაშეა, რომელიც ძალიან სწრაფად გარბის".

"ჩემპიონატმა" უკრაინელის თაობაზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "მაშინ რამდენი ღირს კვარაცხელია? მედიისა და გულშემატკივრების რეაქცია მუდრიკის "ჩელსიში" ტრანსფერზე".

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლიმ" 10 მილიონად შეიძინა და მან ჩინებული ასპარეზობით ყველა გააოცა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
გასკდენ ბოღმით ღრუსები. აბა რა ფულის გათეთრება კი არა უკრაინას ეხმარებიან.არავინ არ იცისო მუდრიკიო.მთელმა მსოფლიომ იცის, ტქვე რუსული მედიის და პროპაგანდის მსხვერპლნო. მუდრიკი ჩვენ ხვიჩასთან ერთად ანახებენ ყველას როგორ უნდა თამაში. გაუმარჯოს ორივეს. ამ ღორებს გადაკიდება უნდათ ჩვენი.
gigola
17 იანვარი 2023 21:27
36
იგივე თქვა იტალიელმაც. მუდრიკი კი ხვიჩასთან ჯერ-ჯერობით ახლოს ნამდვილად არ არის
შვედუნა
17 იანვარი 2023 22:42
4
კვარაცხელია ახლავე ღირს 150 მილიონი!ვისაც არ გჯერათ აი დარდი, ჩემს ნათქვამში ამ ზაფხულს დარწმუნდებით!!!
ზაზა
17 იანვარი 2023 19:37
3
სამწუხაროდ ასეა, ზოგიერთი ფეხბურთელი და შესაბამისად ნაკრები სანამ არ მოუმატებს და ფიფას რეიტინგში მინიმუმ უკრაინას არ გავუსწრებთ, მანამდე იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები იაფფასიანები, თორემ კვარაცხელია რომ ბრაზილიელი ყოფილიყო 100 მილიონზე მეტი ეღირებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მუდრიკი ამდენი მაინც არ ღირს. ეს უბრალოდ ჩელსის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კუდაბზიკობის გამო ხდება, რათა წინამორბედთან შედარებით უნიათო არ გამოჩნდეს.
ლაშა
17 იანვარი 2023 18:35
5
ღრუსებს არავინ ეკითხება, ვინ რა ღირს. თავიანთ ,,ოქროს" ძიუბას მიხედონ. :))))
რატი
17 იანვარი 2023 18:34
26
ღრუსები, ღრუზინები, ეგრევე გეტყობა რომელი სექტიდან ხარ, დაგიძველდათ ლექსიკონი რამე ახალი მოიფიქრეთ...
ბნელი ღრუზინი
17 იანვარი 2023 21:28
10
თქვენი, მართლა ღრუზინების პრობლემა (როგორც დანარჩენი სექტანტების) ის არის, რომ თქვენი მოწინააღმდეგე აუცილებლად ფსევდო ლიბერალი გგონიათ, ისინიც ასე არიან. ასევე ქოცებს ნაცები, ნაცებს ქოცები. ყველა ერთად კი ჭირი და მავნებლობა ხართ ამ ქვეყნისათვის.
რატი
18 იანვარი 2023 03:39
4
რუსი შვაინები გაგიჯებულები არიან რო უკრაინელი წაიყვანეს არა მათი ციგანი რუს-სომეხი. 25 მილიონი უკრაინის ჯარის დასახმარებლად წავიდა. წარმატებები მუდრიკს . კვარაცხელიას კიდე სახოლ მუდრიკის გვერდს დაალაიკა და მუდრიკმაც დაულაიკა აქეთ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 იანვარი 2023 18:31
28
კომენტარებს რომ ვკითხულობ სპორტულ კი არა პოლიტიკურ საიტზე მოვხვდი მგონია.
Zola72
18 იანვარი 2023 00:39
4
გგონია კი არა მასეა.....ყველა სიტი სადც კომენტარის განთავსებაა შესაძლებელი კონტროლდება ბოტებისგან თუ ტროლებისგან
ტრეი
18 იანვარი 2023 10:14
2
რა არ მესმის იცით? რამ გადარია აქ ზოგიერთი ამ უკრაინელ ბიჭის ფასზე. რა მაინცადამაინც ის გახდა თავდასხმის ობიექტი, რა უფრო გაბერილი თანხები არ გინახავთ თანამედროვე ფეხბურთში? რაღაც არ მახსოვს ასეთი აღშფოთება . და კვარა რა შუაშია საერთოდ? კვარაზე თუ შეცდნენ და ახლა სანანებლად აქვთ საქმე აქაც უნდა შემცდარიყვნენ? კვარას კონკურენტად რატომ მაინცადამაინც მუდრიკი განიხილება, თუ ახალგაზრდებზეა ლაპარაკი, მუდრიკზე უფრო თინეიჯერები გავი, პედრი, ბელინგემი, მუსიალა... ესენი უფრო საშიში კონკურენტები იქნებიან მომავალში კვარასათვის საფეხბურთო ოლიმპზე. ძველი ევროპის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელები. და პირიქით, თუ მუდრიკმა გაამართლა, ეს კიდევ ერთი არგუმენტი იქნება ევროპული კლუბებისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცისკენ გამოიხედონ. რაც ჩვენ ძალიანაც გვაწყობს მე მგონი, არა?
არტ
18 იანვარი 2023 03:22
16
საქართველო პოსტსაბჭოთა არაა. პოსტ ოსმალურია
G
18 იანვარი 2023 08:17
8
ამ "კონტრაქტს" ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ფეხბურთთან და სპორტთან ! პირველ რიგში ფომანსურ მაქინაციაა და მერე კიდევ მუდრიკი უკრაინელია და ამით ყველაფერი ნათქვამია ! მარტო ფეხბურთში კი არა ყველაფერში უკრაინაა ნომერი პირველი ბრენდი მაგალითად ლა სკალამ ერთბაშად 2 უკრაინელი მომღერალი მიიწვია შტატში და ასეთი რამე არასდროს არ მომხდარა --ერთბაშად ორი მომღერალი რომ მიეწვიათ ერთი ქვეყნიდან(რა თქმა უნდა იტალიელებისდ გამოკლებით) ჰოლივუდში უკრაინელი რეჟისორების და მსახიოვევის ნამდვილი დესანტია--ერთბაშად 4 უკრაინულ ფილმს იღებენ თურმე და ასე შემდეგ ! ეს რა თქმა უნდა კარგია ასე რომ ეხმარებიან უკრაინელებს მაგრამ ყველამ ხომ იცის რომ არც ის მომღერლები არიან ბენიამინო ჯილები და კარუზოები და არც ის უკრაინელი რეჟისორ-მსახიობები არიან კუბრიკები და დე ნიროები ! ამ მუდრიკის "მაგარი ფეხბურთლობა" სულ მალე გამოჩდება --დარწმუნებული ვარ 1 წლის მერე ან საერთოდ არ იქნება ჩელსიში ან იქნება ღრმა სკამზე ან სხვა გუნდში გაანათხოვრებენ !
zura222
17 იანვარი 2023 22:21
14
ძალიან ნიჭიერი ბიჭია მუდრიკი და ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგასაც. გრილიშებს და ელანგებს ნამდვილად ჯობია. ჩვენი რა მიდის ნეტა, კვარას რა აკლდება მაგისი წარმატებით. რუსები კი გასაგებია რაზეც სკდებიან გულზე. ხოდა ბევრი, ბევრი გულისხეთქვა მათ, ყველა მიმართულებით!
კაი ერთი
18 იანვარი 2023 14:29
4
დრო გამოაჩენს ყველაფერს, ვინ რა ღირს. თუმცა მუდრიკი საოცარად მაგარი ფეხბურთელია არ გვინდა ტყუილად ქილიკი.
Semi
17 იანვარი 2023 19:54
25
ევრუჟიხინი-იყო ესეთი ფეხბურთელი,რომელიც უსწრაფესად დარბოდა და იცის დღეს ვინმემ???
ადამიანი
17 იანვარი 2023 21:03
3
გასაოცარი ცოტა ზედმეტი მოგივიდა
გურჯი
17 იანვარი 2023 21:11
5
ყველა გამოხმაურება
და კვარაცხელია-მუდრიკს შორის ვინ უფრო მაგარი ბიჭია ჩვენ, ანუ ქართველები და უკრაინელები, რომ დავლაგდეთ ერთმანეთში არ აწყობთ რუსებს? ძალიან თავისიანად რო ასაღებენ ხვიჩას და უკვე უკრაინელებისგანაც კი იცავენ.. ძალიან ავად არიან
დათო ხინველი
17 იანვარი 2023 21:06
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული