"არსენალი" კვარაცხელიათი დაინტერესდა - "ნაპოლი" 113 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

AutoSharing Option
Tuttomercatoweb-ი 90min-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "არსენალი" "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.

მას შემდეგ, რაც მიხაილ მუდრიკი "ჩელსიმ" აწაპნა, "არსენალი" გუნდის სხვა შემტევით გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელიას გარდა, კანდიდატებს შორის ფერან ტორესი და რაფინია (ორივე "ბარსელონა"), ლეანდრო ტროსარდი და კაორუ მიტომა (ორივე "ბრაიტონი") არიან.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლი" ქართველს არ დათმობს, მაგრამ თუ მაინც დათანხმდება, 100 მილიონ ფუნტზე (113 მილიონი ევრო) ნაკლებად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მხოლოდ და მხოლოდ რეალი სხვა ვარიანტები არ განიხილება
იმერელი
20 იანვარი 2023 01:35
0
ინგლისში არსენალი მაგარი ვარიანტია. უსწრაფესი და უტექნიკურესი გუნდია.
პსჟ
18 იანვარი 2023 12:50
4
როგორ ტყუილად წვალობენ ინგლისელები... დამიჯერეთ დოღ-ლიგაში ხვიჩა გადასვლას არ აპირებს!
ლაშა
18 იანვარი 2023 08:34
4
არსენალოო ხვიჩას ფასი არის 150 მილიონი ეგ ახლავე ზაფხულში სკუდეტოიანი ხვიჩა კიდევ უფრო მიუწვდომელი იქნება თქვენთვის!!!!!
ზაზა
18 იანვარი 2023 08:01
1
ნაპოლის დუბლი და მშვიდად გაყიდიან.
jorj
18 იანვარი 2023 05:54
2
უკაცრავად დე ლაურენტისი უნდა დამეწერა. DD
G.LA
18 იანვარი 2023 03:22
0
არა მგონია ხვიჩა გაყიდოს ნაპოლიმ. არც ზაფხულში და მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს არ დათმობს ნაპოლი. ალბათ ოსიმენს გაყიდიან. ასე ყველა რომ გაყიდოს ფანები გადაგავენ ნაპოლის ოფისს თავისი ლაუტაროთი, ეს დინამო და ფიფია არ გეგონოთ მთელი გუნდი გააყიდინონ. მითუმეტეს თუ ჩემპიონები გახდნენ.
G.LA
18 იანვარი 2023 03:18
0
თამამად შეიძლება ითქვას კვარას მინიმუმ ორი სეზონი ძვრას ვერავინ უყოფს ნეაპოლიდან სულ რომ ვეზუვი ამოიფრქვეს ან შეიხების და პერესის ასტროლოგიური კაპიტალი გავიდეს სვიაზზე დელაურენტისთან. ეს ყველაფერი წმინდა წყლის "საპნის ოპერაა" მით უმეტეს პრემიერ ლიგის დონეზე საკმაოდ "მცირე მადის" მქონე მეთოფეებისაგან რომლის თანაქალაქელმა და გაცილებით უფრო "მადიანმა" ჩელსიმ თვალწინ ააცალა ქერა უკრაინელი აგერ 3 დღის უკან.
Charley
18 იანვარი 2023 02:13
3
არსენალი არ კიტრიიი რაქ დროს არსენალია მშვენიერ გუნდშია ! 10 მილიონ სტერლინგს თუ ჩამოყაჭავენ ხელფასად(კვარაზე სუსტი ფეხბურთელები იღებენ მაგდენს) მაშინ შეიძლება დაფიქრდეს !
zura222
18 იანვარი 2023 01:49
1
არსად არ წავა 2025 წლამდე !!
beqa
18 იანვარი 2023 00:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული