"მაშინ რამდენი ღირს კვარაცხელია?" - მუდრიკის ტრანსფერმა სლუცკი და რუსული მედია გააოგნა

AutoSharing Option
22 წლის შემტევი ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი "ჩელსიმ" "შახტარისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, რამაც ბევრი გააკვირვა, რადგან მას ფეხბურთის სამყაროში თითქმის არ იცნობენ. ტრანსფერის შესახებ "Коммент.Шоу"-ს "იუთუბის" არხზე "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა:

"100 მილიონი ევრო მოთამაშეში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა - ეს საერთოდ როგორ? "ჩელსი" არ რის მომავლის გუნდი, ეს დღევანდელი დღის გუნდია. მომავლის ფეხბურთელი არ შეიძლება 100 მილიონი ღირდეს. ჩემი აზრით, მათ ფული აქვთ. კლუბის მფლობელებს უნდათ დაამტკიცონ, რომ წინამორბედებზე ნაკლებად ეფექტური არაფრით არ არიან.
ტრანსფერებში გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ ეს ქაოტურად მოჩანს, არაორგანიზებულად და შემთხვევითად. ვნახავთ, ამისგან რა გამოვა.

მუდრიკს გასაოცარი სისწრაფე აქვს, მაგრამ ასე მგონია, ეს მოთამაშეა, რომელიც ძალიან სწრაფად გარბის".

"ჩემპიონატმა" უკრაინელის თაობაზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "მაშინ რამდენი ღირს კვარაცხელია? მედიისა და გულშემატკივრების რეაქცია მუდრიკის "ჩელსიში" ტრანსფერზე".

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლიმ" 10 მილიონად შეიძინა და მან ჩინებული ასპარეზობით ყველა გააოცა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
რუსეთუმეებო, რა გული გისკდებათ ამ უკრაინელ ბიჭზე, არა ბიჭო და თქვენს ძიუბას წაიყვანენ ან აი იმ უჯიშოს, რა გვარია? ხო, დჟიკია.
ანტირუს
17:55 18-01-2023
12
ზურა222 უკვე მერამდენედ გავიგეთ რომ ბავშვების მხოცავი პუტინისტი ხარ.
привет от валодии
14:19 18-01-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული