"დე ლაურენტისი ხვიჩას ნაცვლად მის შეძენაზე ოცნებობდა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ Televomero-ს ეთერში "ნაპოლის" ბოლო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აურელიო დე ლაურენტისს თავდაპირველად არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ ლუის სინისტერას შეძენა სურდა.

"გეტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აურელიო დე ლაურენტისი ვის შეძენაზე ოცნებობდა, ამის შესახებ ამბავი ჩიტმა მომიტანა.

"ნაპოლის" დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლისა და მფლობელს აურელიო დე ლაურენტისს "ფეინორდის" თავდამსხმელის ჯოვანი სინისტერას შეძენა სურდათ, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად, სწორედ კოლუმბიელს განიხილავდა.

თუმცა ნეაპოლელებმა მის გადმობირებაზე უარი განაცხადეს, რადგან ჰოლანდიურმა კლუბმა შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, ამის ნაცვლად,
"ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.

ფაქტია, ჯუნტოლი შესანიშნავად მუშაობს, რადგან ყოველთვის ახერხებს სწორი გამოსავლის პოვნას, "პარტენოპეი" შემადგენლობას ყოველთვის აუმჯობესებს" - განაცხადა მანდარინიმ.

ლუის სინისტერა გასულ ზაფხულს 25 მილიონის სანაცვლოდ "ლიდს იუნაიტედს" შეუერთდა. კოლუმბიელმა ამ სეზონში 11 მატჩი გამართა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მიმდინარე სეზონში ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 9 გატანილო გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

altმატჩის დღე! "ნაპოლი" წრეს კვარაცხელიას გარეშე დაასრულებს

alt"კვარაცხელია ჯოკერია, მასთან ერთად "ნაპოლი" 50%-ით უკეთესია" - იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 10 /
Kvaras gareshe napoli salernitanastan gamochnda ras tamashobda, ufro sworad ras wvalobda gansakutrebit pirvel taimshi,kidev kargi osimeni iko torem kacma ar icis da moxdeboda...
Givi
11:30 22-01-2023
2
ხვიჩას გარეშე ნაპოლი ამ ეტაპზე იქნებოდა მეორე მესამე ადგილზე, თითქმის თანაბარი ქულებით მდევრებთან. ხვიჩას როლი დიდია და ამას ყველა ხვდება, ღიად საუბარსაც ერიდებიან რომ გუნდში ატმოსფერო არ აირიოს
რაბუ
20:51 21-01-2023
0

სიახლეები პოპულარული