"დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი" - არგენტინელი ქომაგი "ჩაკვეს" თამაშით აღფრთოვანებულია [PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს ბრატისლავის "სლოვანი" "ბრნოს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

82-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და იურაი კუცკას გამარჯვების მომტანი გოლი გაატანინა.

"ჩაკვეს" თამაშით არგენტინელი გულშემატკივარი აღფრთოვანდა და სოციალურ ქსელში 23 წლის ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გიორგი ჩაკვეტაძე გასაოცარი ტალანტია, ის არის ერთადერთი, რომელიც კევინ დე ბრუინის სათამაშო სტილთან ყველაზე ახლოსაა, დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი" - წერს არგენტინელი ქომაგი.

Sportall.Ge

ფოტო: 90 წუთი/90 min.

altგიორგი ჩაკვეტაძე: "გენტში" წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო...

მკითხველის კომენტარები / 26 /
რას ერჩით ახლა ამ არგენტინელს? ჩაკვე როცა ნახა მაშინ მოეწონა და ვინც ევროპაში საუკეთესოდ მიაჩნია იმას შეადარა. ჩაკვეს ჯანმრთელობა 2023წელს და ჩვენ კი მისი თამაშით სიამოვნების მიღება - მოსულა?
მესხი - მეტრეველ - ყიფიანები კიდევაც დაიზრდებიან საქართველოში!!!
ვაჟა მასწავლებელი
15:52 22-01-2023
0
ეს სეზონი კარგად თუ ჩაამთავრა და კონფერენს ლიგაზე თავი გამოიჩინა, დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს ტოპ-5 ლიგაში ითამაშებს.
პელიდი
15:38 22-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული