"ნაპოლიმ" მოიგო, ხვიჩას არყოფნა იგრძნობოდა - ჯანმრთელობის პრობლემა აღარ უნდა იყოს!..

AutoSharing Option
"იუვენტუსისთვის" ქულების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, იტალიიდან შორს, საქართველოშიც ვიფიქრეთ, რომ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვება უფრო უნდა გაუმარტივდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი უახლოესი კონკურენტები ტურინელები არ ყოფილან. ლუჩანო სპალეტის გუნდი მინდორზე მაინც ისეთივე მოტივირებული და მიზანდასახული გავიდა, როგორსაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია. "სალერნიტანას" ფორვარდ კრისტოფ პიანტეკს კარგი ჩხვლეტები ჰქონდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე ნეაპოლელებმა დამაჯერებლად (2:0) გაიმარჯვეს.

როცა საქმე შენს თანამემამულეს ეხება, რთულია, სუბიეტურობას ბოლომდე გაექცე, თუმცა "კვარას" არყოფნაში ნამდვილად იგრძნობოდა ის, რაც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია - ქართველმა გარემარბმა იქნებ
თავისი საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინოს, დრიბლინგები წარუმატებელი ჰქონდეს, თუმცა მის მიმართ მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ, რასაც ჩვენებურის თანაგუნდელები ძალიან კარგად იყენებენ. ელიფ ელმასის თამაშის შემთხვევაში ასე ნაკლებადაა, ჩრდილომაკედონიელს უფრო სხვა დადებითი ელემენტები აქვს. საკმაოდ მძიმე პირველი ტაიმის მიწურულს ზამბო ანგისამ ითავა ის, რასაც უფრო კვარაცხელიასგან მივეჩვიეთ - ბურთი რამდენიმე მცველში კარგად გაატარა, მარიო რუისთან (ერთ-ერთი საუკეთესო იყო) მშვენიერი კომბინიაცია გაითამაშა და გოლი კაპიტანმა დი ლორენცომ გაიტანა, რომელსაც თასზე მცირე დასვენება მოუხდა და მშვენივრად გამოიყურებოდა. აქვე ვიქტორ ოსიმენის მე-13 შედეგიანი დარტყმაც უნდა აღვნიშნოთ (მის ირგვლივ ახლა ერთგვარი სკანდალური საუბრებია).

Sportall.Ge

თასი ვახსენეთ და ის, რომ ლუჩანო სპალეტი (სერია "ა"-ში მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი გამარჯვება - 276) ცვლილებებს არ ჩქარობდა, სწორედ წინა შეხვედრაში როტაციას უნდა გამოეწვია. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მოახლოებულია და ნაპოლელთა დამრიგებელს ძალებისა თუ რესურსების სწორად და წარმატებულად გადანაწილების საკითხი ისევ დაუდგება. გუნდს "აინტრახტთან" ტონუსის შენარჩუნება აუცილებლად დასჭირდება, ამავდროულად კი, მანამდე ფიზიკური გამოფიტვაც არ უნდა მოხდეს. "ნაპოლი" შესაშურად გუნდურად მოთამაშეა, ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება მაღალ დონეზეა. მათ თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ და აქცენტი უფრო მის შენარჩუნებაზე გაკეთდა, რაშიც ნახევარდაცვის გარჯამ დიდი როლი შეასრულა, პიოტრ ზელინსკის გამორჩეული მატჩი ჰქონდა.

ბოლო პერიოდში "ნაპოლის" დაცვაში არსებულ სირთულეებზე მივუთითებთ. თუკი ვინმეს "სალერნიტანასთან" შეხვედრა არ უნახავს, მშრალად შენახული კარი გარკვეულწილად, შეცდომაში შეიყვანს. ყოფილმა "მილანელმა" პიანტეკმა პრობლემები შექმნა და გოლთანაც ახლოს იყოს. სამხრეთკორეელი კიმ მინ ჯე სერია "ა"-ს თვის ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ გახდა, ბოლო პერიოდში კი მისი სათამაშო ფორმა ის არაა, რაც უნდა იყოს (თუმცა რეკორდული, 136 ზუსტი პასი ჰქონდა). სპალეტი ნდობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაჰმანისა და კიმის წყვილის ძველებურად გამოსვლის იმედი აქვს...

Sportall.Ge

"ნაპოლიმ", ასე თუ ისე, მუნდიალამდე არსებული ფორმა დაიბრუნა და მთავარ როტაციას ისევ მარჯვენა ფლანგზე, მატეო პოლიტანოსა და ირვინ ლოსანოს შორის თუ ვნახავთ. მექსიკელი შემტევი უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა, თუმცა თანამემამულე გილერმო ოჩოას კარი ვერ აიღო - მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე "ასისტი" ლოსანოსთვის ბევრი ნამდვილად არაა.

Sportall.Ge

ჯერჯერობით, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნისას გუნდმა ჩემპიონატში ოთხჯერ გაიმარჯვა და მათ შორის ყველაზე ძლიერი მეტოქე "ატალანტა" იყო. "კვარას" არყოფნაში თასზე ასპარეზობას კი გამოეთიშა, თუმცა იქ როტაცია ვნახეთ. ასე რომ, რამდენად ეყოფოდა გუნდს შაბათის მატჩი, "სალერნიტანას" ნაცვლად სხვა მეტოქე რომ ჰყოლოდა ან დასკვნით ფაზაში უკანასკნელ მოწინააღმდეგეს მეტად ევარგა, ეს უფრო ვარაუდებს დაემსგავსება. იმედია, სეზონის ბოლომდე "კვარადონას" ჯანმრთელობის პრობლემები აღარ შეაწუხებს, სხვა მხრივ კი, კვლავ განაგრძობს იმ დიდებულ თამაშს, რასაც აქამდე ვხედავდით.

alt"ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე მოიგო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

altსპალეტი: სკუდეტოს მოგების დიდებული შანსი გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 13 /
მოკლედ ეს იუვე ჭკუას ვერ ისწავლის
დავით
05:16 23-01-2023
0
Napols gauwirda magram mainc gaimarjva,kvara marsdonas anacvlebs amas vin ifiqrebda tvit maradonas!!!
Givi
22:31 22-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული