მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანეს - "ვალენსიამ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

მართალია, ჯერ შედეგი არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ბოლო მატჩებში „ვალენსია“ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. ამ შეხვედრაში თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმის დასასრულს კინაღამ დაისაჯა - პენალტიდან ბურთი ძელს რამაზანიმ გაარტყა.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო სახალისო ფეხბურთი ვიხილეთ: კლუივერტმა მასპინძლები დააწინაურა, ბრანდარისმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კავანი „ალმერიას“ საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ცოტა ხანში „ღამურებს“
გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მალე გაიამ მაინც გაიტანა. ეს ამ სეზონში გუნდის კაპიტნის პირველი გოლია. თუმცა, მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - საჯარიმოში ოზკაჯარმა შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილის კარი პორტილიომ დალაშქრა.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-12 ადგილზეა, 26 იანვარს თასზე „ბილბაოს“ უმასპინძლებს, 29 იანვარს კი პრიმერაზე გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 33 442 მაყურებელი
ვალენსია - ალმერია 2:2
გოლები: 1:0 კლუივერტი (48), 1:1 ბრანდარისი (54), 2:1 გაია (65), 2:2 პორტილიო (75)
გამოუყენებელი პენალტი: რამაზანი (44)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი დაცვით,ვალენსიას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.შესაძლოა ლიგაში დარჩენასაც შეექმნას საფრთხე.შეტევაში კი,კავანის არასოდეს აძლევდნენ დროულ პასებს,ან საერთოდ არ აძლევდნენ.კლაივერტი ისე ჩანს,მხოლოდ საკუთარ თავზე თამაშობს და სხვას არ ხედავს,მოედანზე.საერთოდაც თამაშის ორგანიზაცია ძალიან დაბალ დონეზეა და მხოლოდ თავაწყვეტილი სირბილი,საქმეს ვერ უშველის.
სოსო
14:42 24-01-2023
0
ბიჯო პენლების გაშვება არ ნიშნავს სისუსტეს. ბუფონი, აბიატი და ბევრს დავასახელებ ყველა დარტყმულ პენალტს რო უშვებდნენ. მთავარია თამაშიდან არ გაუშვას. პენალტი მეორე ხარისხოვანია, ან აიღებ ან გაუშვებ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული