"რა შემთხვევაში გახდება ხვიჩა უკეთესი?" - "ნაპოლის" ლეგენდამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდამ, ანტონიო დე ოლივეირა ფილიომ, იგივე კარეკამ, "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა და სპალეტის გუნდიდან 2 ფეხბურთელი გამოარჩია.

კარეკას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები უფრო მრავალმხრივად ითამაშებენ, ასეთ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო მოუმატებს.

"ქართველი დიდებული ტალანტია, თუმცა "ნაპოლის" შეტევების უმეტესობა მხოლოდ მისი ფლანგიდან არ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ბალანსი გვჭირდება, მარჯვენა ფლანგი მეტად უნდა დაიტვირთოს, რაც ხვიჩას თავისუფლებას მისცემს. "ინტერთან" მატჩში "კვარამ" თავისი დიდებული თვისებები სწორედ ამიტომ ვერ გამოავლინა.

მგავს თუ არა ოსიმენი? ასე არ ვფიქრობ, ოსიმენი ფიზიკურად მაღალი და ძლიერია,
ასევე, შეტევაში მრავალმხრივია და თამაში სიღრმიდანაც შეუძლია. მას მუდამ გატანა სურს და ნიგერიელი საგოლე მომენტებით თანაგუნდელებსაც ამარაგებს", - განაცხადა კარეკამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს "რომას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altOsi & Kvara - ბეტმენის და რობინის ოქროს ტანდემი ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე კი პირიქით ვფიქრობ. ნაპოლის შეტევების 60-70% სწორედ მატჯვენა ფლანგიდან ხორციელდება. თუ არ გჯერათ ცაურთეთ სეკუნდამერირ
ჟორა გაბრიჭიძე
21:08 24-01-2023
2
ისე მაგარ მაფიოზურ ქვეყანასი კი მოხვდა ხვიჩა ნეტავ მოასწროს სკუდეტო და მერე დაგაზოს მაქედან .
sosia
19:05 24-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული