
ბოლო თამაშებია ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეს" შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მიზეზი უცნობი იყო. გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ მწვრთნელის ნდობა დაკარგა.
თუმცა GEO TEAM-ის ცნობით, ქართველ მცველს საზარდულის ტრავმა ჰქონდა, ვარჯიშს კი დღეს განაახლებს.
"კრემონეზე" 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 28 იანვარს, "ინტერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.