ლუკა ლოჩოშვილი ვარჯიშს დღეს განაახლებს

AutoSharing Option
ბოლო თამაშებია ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეს" შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მიზეზი უცნობი იყო. გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ მწვრთნელის ნდობა დაკარგა.

თუმცა GEO TEAM-ის ცნობით, ქართველ მცველს საზარდულის ტრავმა ჰქონდა, ვარჯიშს კი დღეს განაახლებს.

"კრემონეზე" 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 28 იანვარს, "ინტერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი ხანია ლუკას თამაშებს თვალს ვადევნებ და ვგულშემატკივრობ ლუკას. შრომა არ ეზარება და მჯერა დიდი წარმატებები კლუბში და ნაკრებში წინ აქვს.
ვანჩოპე
18:10 24-01-2023
1
კრემონეზე ისეთ ფეხბურთს თამაშობს,ძნელია უგულშემატკივრო.ადრე თუ დაცვა საკმაოდ დალაგებული ჰყავდა,ახლა ეგეც საგიჟეთია და მეკარისთვის ისინი,ხშირად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ,ვიდრე მეტოქეები.ლუკას დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ,დაცვის ხაზს მაინც გაამყარებს.
სოსო
15:24 24-01-2023
1

სიახლეები პოპულარული