დასვენების დღეც კი არ გამოიყენა - ხვიჩა "რომასთან" მორიგი შოუს დადგმისთვის ემზადება

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის ძირითად ნაწილთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და "რომასთან" მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება.

Repubblica წერს, რომ ორშაბათს ლუჩანო სპალეტიმ მთელ გუნდს დასვენების უფლება მისცა, თუმცა ხვიჩა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მაინც მივიდა, სადაც ჟუან ჟეზუსთან და დიეგო დემესთან ერთად ივარჯიშა. 

მოკლედ, კვარაცხელია მორიგი შოუს დასადგმელად ემზადება. "ნაპოლისა" და "რომას" დაპირისპირება 29 იანვარს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოჩაღ. ასე ყალიბდებიან ფეხბურთის ვარსკვლავებად! რომის "საფეხბურთო იმპერიას" კოლხი და აფრიკელი იმპერატორები გამოუჩნდნენ! თუ არ გჯერათ ბატონ ლევან ბერძენიშვილს კითხეთ!
ფორცა ხვიჩა კვარა კოჩი, ფორცა ვიქტორ უჩა ოსი!
ვაჟა მასწავლებელი
24 იანვარი 2023 14:31
3
ვიქტორ უჩა ოსი. LOL
მეგრელი
24 იანვარი 2023 21:36
0
ნაღდი,ჩამოყალიბებული პროფესიონალია.ეს კი დიდ ნიჭთან ერთად უმაღლესი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობის საწინდარია.ამას გისურვებთ,ხვიჩა!
მერაბი
24 იანვარი 2023 14:26
0
ყოჩაღ ხვიჩა. შრომა აუცილებლად დაგიფასდება! წარმატებები!
გოგი
24 იანვარი 2023 13:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული