31 წლის თავდამსხმელი ნიქოზიურ გუნდში თურქული "ანკარგიუჯიუდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
მოგეხსენებათ, მაჩედა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
ის "წითელი ეშმაკებიდან" რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული, 2014 წლიდან კი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან შრომითი ხელშეკრულება ამოეწურა.
ფედერიკომ მოასწრო თამაში იტალიურ "ნოვარაში", ბერძნულ "პანათინაიკოსში", გერმანულ "შტუტგარტსა" და სხვა არაერთ გუნდში.