sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" მოგების შანსებზე ისაუბრა და საუკეთესო 10-ეულიც შემოგვთავაზა.
ჩამონათვალში შეხვდებით ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს:
"2022-23 წლების სეზონში კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა შემტევმა, მეტსახელად "კვარადონამ", სერია A ელვისებური სისწრაფით აიღო. მან თავისი სტაბილურობით, მომაჯადოებელი ტექნიკითა და უნარებით არა მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრები, არამედ მთლიანი საფეხბურთო სამყარო მოხიბლა. 21 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და თავი 9 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები მნიშვნელოვნად შეაფერხოს, თუმცა ყველაფერი
ჯერ წინაა" - წერს გამოცემა.
საუკეთესო ათეულში:
1 - ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი")
2 - კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი")
3 - ერლინ ჰოლანი ("მანჩესტერ სიტი")
4 - რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა")
5 - ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი")
6 - ვინისიუსი (მადრიდის "რეალი")
7 - კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი")
8 - ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი")
9 - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")
10 - ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")