sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" ფავორიტების სია განაახლა - "კვარა" მეცხრეა, ოსიმენი მეათე

AutoSharing Option
sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" მოგების შანსებზე ისაუბრა და საუკეთესო 10-ეულიც შემოგვთავაზა.

ჩამონათვალში შეხვდებით ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს:

"2022-23 წლების სეზონში კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა შემტევმა, მეტსახელად "კვარადონამ", სერია A ელვისებური სისწრაფით აიღო. მან თავისი სტაბილურობით, მომაჯადოებელი ტექნიკითა და უნარებით არა მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრები, არამედ მთლიანი საფეხბურთო სამყარო მოხიბლა. 21 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და თავი 9 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები მნიშვნელოვნად შეაფერხოს, თუმცა ყველაფერი
ჯერ წინაა" - წერს გამოცემა.

საუკეთესო ათეულში:

1 - ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი")

2 - კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი")

3 - ერლინ ჰოლანი ("მანჩესტერ სიტი")

4 - რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა")

5 - ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი")

6 - ვინისიუსი (მადრიდის "რეალი")

7 - კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი")

8 - ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი")

9 - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

10 - ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")

მკითხველის კომენტარები / 9 /
!!!
100%
25 იანვარი 2023 23:27
0
ჩვემ გასაგებია დამატებითი სტიმული გვაქვს ხვიჩას გულშემატკივრობის, მაგრამ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა. აი რასაც ქვია გაფაციცებული რომ ელოდებიან მის გაბრწყინებას. ახალი უნდა ხალხს ფეხბურთში. არ აკმაყოფილებს უბრალოდ კარგი ფეხბურთი, შედეგი და გოლები. სხვას ელოდება, სილამაზეს ელოდება, ეფექტურობას. ბევრს მოენატრა. და ამოუვიდა ყელში ფეხბურთელების ზომვა მხოლოდ ფიზიკით ან გუნდის მიერ დაკავებული ადგილით, ან თასის აღებით. ლამაზ საფეხბურთო მომენტზე ამოხვეშა და ამოოხვრა უნდა ხალხს თამაშის ყურების დროს. ჩვენ რომ გვბრიდავს კვარცხელია მიერ თამაშების გამოტოვება, მაგალითად სურდოს გამო, ეგრეა ბევრი საზღვარგარეთაც უკვე. ნეაპოლს არ ვგულისხმობ. ბევრს ვუყურებ კვარაზე და ვხედავ რომ ავადმყოფობად გადაექცა ბევრ სპეციალისტს, კომენტატორს, გულშემატკივარს მისი მონაწილეობით მატჩების მოლოდინი.
Charley
25 იანვარი 2023 18:17
2
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: - ხვიჩა & უჩა მალე წინ წაიწევენ!
ფორცა ხვიჩა კვარა კოჩი, ფორცა უჩა ხვიჩას ჯიმა!
ვაჟა მასწავლებელი
25 იანვარი 2023 16:23
3
ასეთი ჩამონათვალი ვინმეს სპორტალზე რომ დაედო 1-1.5 წლის უკან ხომ წარმოგიდენიათ რამხელა ზღაპარი იქნებოდა? ხვიჩამ ზღაპარი აგვისურულა და უკვე დაგვაჯერა რომ წარმატებული სეზონის ბოლოს უფრო მაღლაც შეიძლება ვიხილოთ. მწვერვალის დროც მოვა. ეს ხომ პირველი სეზონია და თანაც მსოფლიო ჩემიპონატის წელი, სადაც ჯერ ჩვენ არ ვართ.
G.LA
25 იანვარი 2023 15:49
0
თითქოს შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს, არადა, რამხელა საამაყოა, მესის, ნეიმარის, მოდრიჩის და სხვათა კამპანაიში, ქართველი ფეხბურთელის ხსენება რომ ძალიან ბუნებრივად მოჩანს.
მადლობა ხვიჩას ამ უდიდესი პოზიტივისთვის.
მიშა
25 იანვარი 2023 14:31
1
28 მარტს ნორვეგიასთან მოგებით და შემდეგ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლით ჰალანს დაამცირებს ხვიჩა!
აი ხვიჩას კონკურენტი ვინისიუსი კი გაცილებით მაღალ საფეხურს იმსახურებს...
ლაშა
25 იანვარი 2023 14:17
2
Vinisiusi am sezonshi sharshandelis(satamasho pormas vgulisxmob) naxevaric araa
L.J .
25 იანვარი 2023 15:43
1
ვნახოთ. სერია ა-ს მოიგებს. თუ იტალიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ლიგაზე 1/2 მაინც გავიდა ნაპოლი. შესაძლოა მე-3 ადგილისთვის იბრძოლოს
წელს მესის და მბაპეს 1-2 ადგილი გარანტირებული აქვთ
las
25 იანვარი 2023 13:40
1
გარანტირებული არაფერი არაა, ჩემპიონთა ლიგა მოიგოს ნაპოლიმ და ვნახოთ მერე რაა გარანტირებული...
ელგუჯა
25 იანვარი 2023 22:51
0

სიახლეები პოპულარული