ავტორიტეტულმა The Guardian-მა ხვიჩა აღიარა - ქართველი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელეს!

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

თავდაპირველად გამოცემამ, მე-11-დან მე-100 პოზიციის ჩათვლით, საუკეთესოების ვინაობა გამოაქვეყნა, ტოპ 10-ს კი ხვალ დაასახელებს.

"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი მე-40 პოზიციაზე აღმოჩნდა. მან ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც იოზუა კიმიხი, კოდი გაკპო, თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, რიად მაჰრეზი და სხვა ვარსკვლავები არიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში ითამაშა, სადაც თავი 9 გოლითა და 12 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სიის შემდგენს ხვიჩას თამაში იუვესთან, ლივერპულთან, აიაქსთან და სხვებთან უბრალოდ არ უნდა აყურებინო. არაა ღირსი. უყუროს ანტონის, ნუნიესს და მისთანებს. ამათ და მისთანებს შეიტანდნენ იმ ორმოცში. აბა საიდან შეაგროვეს, თუ რამე სხვა ფუტბოლს უყურებენ?
ამატაკი
23:34 26-01-2023
3
იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეიტინგი 2022 კალენდარული წლისაა, მე-40 ადგილი ძალიან მაღალი შედეგია, ნაპოლიში 2022 წელს სულ რაღაც 17 თამაში აქვს ჩატარებული, 4 თვე, რეალურად ესეთ მოკლე დროში მე-40 ადგილი მსოფლიოსთვის უცნობი და არსაიდან გამოჩენილი ფეხბურთელისთვის ძალიან მაღალია.
Koba
21:33 26-01-2023
1

სიახლეები პოპულარული