თავდაპირველად გამოცემამ, მე-11-დან მე-100 პოზიციის ჩათვლით, საუკეთესოების ვინაობა გამოაქვეყნა, ტოპ 10-ს კი ხვალ დაასახელებს.
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი მე-40 პოზიციაზე აღმოჩნდა. მან ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც იოზუა კიმიხი, კოდი გაკპო, თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, რიად მაჰრეზი და სხვა ვარსკვლავები არიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში ითამაშა, სადაც თავი 9 გოლითა და 12 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ხვიჩა ძალიან ახლოსაა გახდეს ლეგენდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თან 21 წლის ასაკში. დანარჩენი ეხლა კარგ ფეხბურთელებს რა დალევს, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე. ჩვენც ეგვინდა რაც შეიძლება მეტი ვარსკვლავი ვიხილოთ და ფეხბურთით ვისიამოვნოთ. მაგრამ ჩემთვის პირადად ხვიჩა ამ წუთში ათეულში შედის.