"ვალენსია" სახლში უშანსოდ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბურთი საერთოდ არ მოუგერიებია, ამის საშუალება არ მისცემია და სამივე გაშვებული გოლისას უშანსოდ იყო.

მატჩის წინ „ვალენსიას“ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელის, გატუზოს გადაყენება მოითხოვა, თავად იტალიელმა სპეციალისტმა კი კითხვაზე, აპირებენ თუ არა ნახევარმცველის დამატებას, უპასუხა, რომ ეს საკითხი თვითონაც ძალიან აინტერესებს.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, მომენტი ცოტა და სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ბასკური გუნდი მისმა კაპიტანმა მუნიაინმა დააწინაურა. შემდეგ შეტევაში მასპინძელთა მცველი დიახაბი
ჩაერთო, საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ბურთი საკუთარ კარში დე მარკოსმა ჩაჭრა. თუმცა 45-ე წუთზე ნ. უილიამსმა ახლო მანძილიდან გაუტანა მამარდაშვილს. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ი. უილიამსმა გააკეთა.

„ვალენსია“ შესვენების შემდეგაც უხიფათოდ უტევდა, კონტრიერიშისას კი „ბილბაომ“ პენალტი მოიპოვა, როდესაც მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ოზკაჯარმა საჯარიმოში ნ. უილიამსი წააქცია, ვესგამ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა, ბასკებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ნახევარფინალში.

ნახევარფინალში ასევე „ბარსელონა“ და „ოსასუნა“ გავიდნენ, მეოთხე საგზურისთვის კი „რეალი“ და „ატლეტიკო“ იბრძვიან.

შემდეგ მატჩს „ვალენსია“, რომელსაც ლა ლიგაზე გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს, 29 იანვარს გამართავს - გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 040 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:3
გოლები: 0:1 მუნიაინი (35), 1:1 დე მარკოსი (43, საკ. კარში), 1:2 ნ. უილიამსი (45), 1:3 ვესგა (74, პენ)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეეე მიდი დაიწყეთ რა მაგარი მეკარეა …მეკარის რა გითხრათ იღბალა კი ნაღდად არის საგარეჯოს რომ გასცდა …რას ერჩით 100% რეზულტატი აქვს 3 დარტყმა 3 გოლი …სეივი თუ იცის საერთოდ რა არის !!!!
უხაააა
27 იანვარი 2023 01:06
73
რომელი ბურთი უნდა აეღო, შენი აზრით, სამი მეტრიდან ცხრიანში რომ ურტყავენ? არა სჯობს, ბალახის ჰოკეიზე წერო?
ნიკ
27 იანვარი 2023 10:47
0
კაცი რა დონის დემაგოგი უნდა იყო, რომ სტატისტიკა გამოიყენო (3 დარტმა 3 გოლი) და მეკარე 8, 10 და 11 მეტრიდან დარტყმული ბურთების გაშვებაში დაადანაშაულო. მართლა ვინ მოგვისაჯა ასე ერთმანეთის გაუტანლობა და ბოღმა ერს. იმედია უკვე უმცირესობაში ხართ და საერთოდ მილევად რეჟიმში ხართ გადასული.
უხააა ხარ თუ სილიოდკა
27 იანვარი 2023 09:30
0
ყველა გამოხმაურება
გაშვებული ბურთები მამარდას ბრალი არ იყო. იყო კიდევ ორი მომენტი, როდესაც მამარდას კარს ოდნავ ასცდა, მაგრამ რომც გასულიყო არც ის გოლები არ იქნებოდა მაგის ბრალი.
ისე, ორჯერ გამოსვლაზე უფრო მეტი მოეთხოვებოდა!
sofascore -ზე მამარდას დაბალი შეფასება ჰქონდა, ალბათ სამი ბურთი რომ გაუშვა მაგიტომ...
ვალენსია შეტევაზე გადადიოდა, გატანა ძალიან უნდათ, მაგრამ ეგრე ჩანს, რომ არაფერი ტაქტიკა არ აქვთ!

თემური
27 იანვარი 2023 11:19
0
ვაა, ჩასაფრებული ბოღმიანებიც ბლომად შეკრებილან, მშვენიერია, მაგრამ ჯერ სად ხართ, თანდათან კიდევ უფრო გაიბერებით...
nika
27 იანვარი 2023 12:57
0
მამარდა არის დინამო თბი.ლისის დონის მეკარე რა უნდა მაგას ვალენსაში ?
ზაზა
27 იანვარი 2023 10:46
21
საერთოდ უყურებთ მამარდას თამაშებს? რამდენჯერ შეინახა კარი მშრლად და აშ. თქვენი გადასაწყვეტი არაა ვისი დონისაა
გულშემატკივარი
27 იანვარი 2023 12:15
1
რა ამბავია ამ ფეხბურთელების ამდენი-უსაზომო ხვევნა კოცნა?! რა ამბავია?! მალე ტუჩებში დაიწყებენ ერთმანეთს კოცნას და ენის გადაყოფას. შემდეგ ეტაპზე კი რაც იქნებ მიხვდებით ყველა!
aburjga
27 იანვარი 2023 09:37
6
რა დღეში გაქვს ნერვები. :) დამშვიდდი, პუტინს გაფიცებ.
aburjga-ს
27 იანვარი 2023 14:36
1
მამარდა პენალტების მეფეა
juve
27 იანვარი 2023 11:08
13
კაცი რომ იუვენტუსს გულშემატკივრობს და მამარდაშვილს არა, იმას რა უნდა ელაპარაკო.
გოგია
27 იანვარი 2023 14:33
1
აფსუს კოტრიკაძე, ურუშაძე, კავაზაშვილის, გაბელიას სამშობლომ ამ "აუტჩიკზე" მეტი შნოს მატარებელი მეკარე ვერ გაზარდა?
პლეხანოვზე გაზრდილი
27 იანვარი 2023 02:46
18
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული