"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
მანდ ყველა უფერული გახდება, არამარტო ხვიჩა. ხარი ხართან დააბის პრინციპით. ისეთი ჩემპიონატია. ისევ ჰოკეის მიეძალეთ, ხომ ხედავთ კანადა თქვენზე ათი თავით მაღლა დგას. არამარტო კანადა
დავით 67
28 იანვარი 2023 03:39
0
მართალია. ისე, რაც თქვა ამ კაცმა, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათთან კარგი ფეხბურთელები ვერც თამაშობენ და ვერც ვითარდებიან. არარუსებს ხომ საერთოდ ძირავენ. ხვიჩამ გამოასწრო და ამას ტირიან..........
oto
28 იანვარი 2023 10:16
0
ეს ჩუგუნოვი ვინაა საერთოდ ? რა სახელი და ავტორიტეტი აქვს თუნდაც იგივე რუსეთში ? დაწერეთ ცოტა ჭკვიანი რუსი სპევიალისტების აზრები მე მახსოვს 2 წლის წინ მატჩ ტვ სტუდიაში ისხდნენ მართლა მცოდნე ხალხი და ერთმა (რომელიღაც გუმდის მწვრთნელმა გვარი არ მახსოვს) თქვა--ხვიჩას მესიზე და რონალდუზე კარგი მონაცემები აქვსო და ჩამოთვალა ხვიჩას და ახალგაზრდა მესი რონალდუს მონაცემები ცხრილიც წარმოადგინა და იმ ცხრილში 6 პუმქტიდან ხუთში ხვიჩას უკეთესი მონაცემები ქონდა ! ამაზე ლოვჩევმა(წარსულში ცნოვილი ფეხბურთელი სხვათაშორის საკმაოდ კარგი ! და ეხლა ანალიტიკოსია) მაგაზე უთხრა--ხვიჩა რა თქმა უნდა ტალანტია მაგრამ ნუ ეტა სლიშკომო(მეტისმეტიაო) რაზეც იმ მწვრთნელმაა უთხრა მოდი შევიკრიბოთ აქ 3-4 წლის მერე და ხვიჩა უკვე ევროპის ტოპ კლუბის წამყვანი ფეხბურთელი რომ იქნება მერე ვილაპარაკოთო ! 4 წელი არ გავიდა მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ეხლა რომ დასხდნენ იგივე შემადგენლობა რას ილაპარაკებენ ! მითუმეტეს ხვიჩამ გეგმას გადააჭარბა-4 კი არა 2 წელში გახდა ტოპ გუნდის წამყვაბი მოთამაშე და ალბათ ის კაციც არ მოელოდა ამას !
zura222
28 იანვარი 2023 02:54
3
კაი ნუ წვალობ თუ ძმა ხარ, რუსეთი და ფეხბურთი იგივეა რაც შიმპანზე და ფორთოხალი, მაგათი შეფასებები მთელ საფეხბურთო სამყაროს სულ ცალ მანდარინზე კიდია, რა ლოვჩევი რის ლავროვი.
Joni
28 იანვარი 2023 11:45
1
ეგ ვარსკვლავები აშკარად არასწორად განლაგდნენ დედაშენისთვის და მგონი ჯობია სახლში მიგვასწრო.
ირაკლი
28 იანვარი 2023 02:30
1
მართლა ჩუგუნის "მზეა"
შაკო
28 იანვარი 2023 01:22
1
ჩუგანოვი სრულიად ამართლებს თავის გვარს.შე ბოღმიანო ნაბიჭვარო.ისიც თქვი რა ფეხბურთელებიც თამაშობენ რუსეთის ჩემპიონატში ,რუბინში და დინამოშიც.ეს ფეხბურთია და ფეხბურთს გუნდი თამაშობს შე საწყალო
ლევანი
28 იანვარი 2023 01:18
0
სმოლოვი კრასნოდარშიო:)) ბარემ ბუზნიკინი როსტელმაშშიც...
gionat
28 იანვარი 2023 00:57
0
ჩუგუნოვ გამოექანე კრემლიდან
დათუ
27 იანვარი 2023 23:55
0
სამაგიეროდ ჩუგუნოვი გავიცანით.
ზაქრო
27 იანვარი 2023 23:15
1
Მართლა ჩუგუნი ხარ ძლივს დააღწია მაგ ჭაობს თავი ნეტა რომელი გყავთ ხვიჩას დონის მოთამაშე თქვენს ნაკრებში
Tete1234
27 იანვარი 2023 22:57
0
პაშოლ ტი ნა ხერ)))
ილია
27 იანვარი 2023 22:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული