"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
რუბინში მესიც ვერაფერს გახდებოდა,ისეთი მაღალი დონე აქვს რუსულ ფეხბურთს
ვახო.ხო
29 იანვარი 2023 11:31
0
რა ზუსტი გვარი აქვს ამ რუსს, ეტყობა წინაპარიც ასეთი ყავდა და გვარი ზუსტად შეურჩიეს
gio
28 იანვარი 2023 20:46
0
რუბინში რომ იყო პირველ წელს თითქმის ყველა ტურში სიმბოლურ ნაკრებში ხვდებოდა ხალხი ხვიჩასთვის დადიოდა სტადიონებზე,რუსულ პრესაში სულ მაგის ქება იწერებოდა.მეორე წელს დაუკლო იმიტომ რომ გულგატეხილი იყო, განწყობილი იყო ევროპაში წასასვლელად და არ გამოვიდა.მოკლედ "სანთელ სარკმეველმა გზა არ დაკარგა"
ამაშია საქმე
28 იანვარი 2023 17:25
0
შური მაშინ ჩნდება,როცა სხვისი კეთილდღეობა იწყება!!! ამ ადამიანს მარტივად რომ ვთვქვათ შურს ხვიჩასი!!! წარმატებები და წინსვლა ჩვენს ვარსკვლავს!!! უფალი ფარავდეს!!!
გულშემატკივარი
28 იანვარი 2023 14:26
0
ვინ არის საერთოდ ჩუგანოვი თუ ჩლუნგანოვი ვის რაში ადარდებს რათქვა შურიანმა ღრუსმა,ცოტა სერიოზულად მიუდექით ინფორმაციის გამოქვეყნებას,მაგრად არ მაინტერესებს რუსების აზრი,კვარა საუკეთესოა ნაპოლში
ქართველი
28 იანვარი 2023 13:03
0
ისე ერთ რამეში მართალია მესი რო ჩამოვიდერ რუსეთის ჩემპიონატში ისაც ერთ წელში როგორც ფეხბურთელი დაიღუპება
ზაზა
28 იანვარი 2023 11:03
0
ჩუგუნოვის ნაირათ ალბათ ვერ ბრწყინავს კვარა
ზაზა
28 იანვარი 2023 10:58
2
გადაიყვანეთ მესი რუბინში და ისიც გაუფერულდება! ეგ ეგრე მუშაობს. ძნელია ქაქში ანათებდე
რეზო
28 იანვარი 2023 10:35
0
ჩუგუნი უნდა გირტყას კაცმა
123 321
28 იანვარი 2023 08:35
0
აქ მხოლოდ ერთი სიტყვა ითქმის. ხუილო .
Levan
28 იანვარი 2023 04:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული