"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
არ ვიცი ქართულად თუ წაიკითხავ მაგრამ რუსულად მოგწერ.Если ты лучше чем Хвича почему тебя не нашла это звезда? Насколько должен быть человек говном ,в прямом смысле этого слова, чтоб вот такое написать. Но это говорит в тебе зависть потому что Хвича излучает свет ,а от тебя несет дерьмом!!!!!!Читай и радуйся.
taso
27 იანვარი 2023 13:20
0
არ ტყუის,თუჯისთავა.გაუშვით ხვიჩა,ისევ რუსეთის ჩემპიონატში და ორ თამაშში,ინვალიდად გადააქცევენ.არც ადრე აკლებდნენ,მაგრამ არ ეგონათ,ამდენზე თუ გაქაჩავდა და იმიტომ,პირდაპირ ფეხის მოტეხვაზე არ წასულან.კი,სმოლოვიც არ იყო ცუდი,მაგრამ რას მიაღწია,კი ვხედავთ და მანაც,ალბათ ჩუგუნოვისნაირებს უნდა დააბრალოს,თავისი უბედურება.დაახლოებით 1-2 წლის წინ,ერთი რუსი "სპეციალისტი"წერდა,მიხეილ მესხზე გაცილებით მაგარია,პავლიუჩენკოვო და მისნაირ ფინტებს,მიშა მესხი ვერასოდეს აკეთებდაო.ამ ჩუგუნოვისა არ იყოს,ალბათ არც ამას უნახია,როგორ თამაშობს ხვიჩა ნაპოლიში და არც იმას,როგორ თამაშობდა მესხი.ჩვენ მაგათ ვერაფრით დავეხმარებით და მხოლოდ სინანულით თუ გადავიქნევთ თავს,ეგ არის.
სოსო
27 იანვარი 2023 15:00
0
აქ მხოლოდ ერთი სიტყვა ითქმის. ხუილო .
Levan
28 იანვარი 2023 04:15
0
რა ზუსტი გვარი აქვს ამ რუსს, ეტყობა წინაპარიც ასეთი ყავდა და გვარი ზუსტად შეურჩიეს
gio
28 იანვარი 2023 20:46
0
ის იშვიათი შემთხვევაა, როცა პირის გვარი და გონებრივი შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვევა
ურო
27 იანვარი 2023 13:16
0
გააგზავნეთ ჩუგუნოვი ბარსაში და მაინც ჩუგუნოვი დარჩება.
გიორგი
27 იანვარი 2023 15:49
0
რუსეთის ჩემპიონატში ,პელეს ან მარადონას,რომ ეთამაშა,ისინი არც პელე იქნებოდა და არც მარადონა,აგერ ახლა არ იყო,რომ რუსეთის ჩემპიონატში კარლოს ალბერტომ და ეტომ ითამაშეს,მერე გავდენ ისინი თავიანთ თავს?რიგით რუს ფეხბურთელებს დაემსგავსენ,ამიტომ გვინდოდა კვარადონას სასწრაფოდ წასვლა რუსეთიდან,რაც საბედნიეროდ მოხდა და კვარა ახლა თამაშობს იმ ფეხბურთს,რომელიც მთელ მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მოწონს.
შენ კი რა ჩუგუნიც იყავი,იმ ჩუგუნად დარჩი,ჩუგუნოვ.......
თერჯოლელი
27 იანვარი 2023 12:48
1
წაშალეთ "kaxa"-ს პრორუსული აგიტაცია.
დანარჩენებს ლაიკები დაურიგეთ.
ქ. გ.
27 იანვარი 2023 11:43
2
ვინ არის საერთოდ ჩუგანოვი თუ ჩლუნგანოვი ვის რაში ადარდებს რათქვა შურიანმა ღრუსმა,ცოტა სერიოზულად მიუდექით ინფორმაციის გამოქვეყნებას,მაგრად არ მაინტერესებს რუსების აზრი,კვარა საუკეთესოა ნაპოლში
ქართველი
28 იანვარი 2023 13:03
0
ჩუგუნოვის გვარში ყველა ქალბატონს მოკითხვა მზიანი საქართველოდან ყოველ დღე.............
საბურთალო
27 იანვარი 2023 15:24
1
გვარის შესაბამისად აზროვნებს "კრიტიკოსი"...
შენღა გვაკლდი
27 იანვარი 2023 13:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული