მატჩის დღე! ხვიჩა VS დიბალა - მოურინიოს ნათქვამს დიდი გამოცდა ელის!..

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ში, მეორე წრის პირველ ტურის ბოლოსკენ, დიდებული აფიშა გვაქვს - ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს, რომელიც თანაქალაქელ "ლაციოსთან", "მილანთან" და "ინტერთან" ერთად სეზონის ბოლომდე ეცდება, ჩემპიონატის ლიდერ ნეაპოლელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. შეხვედრა "სტადიო მარადონაზე" დღეს, 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდს 50 ქულა აქვს. სეზონის ნახევარში აქამდე მსგავსი ან უკეთესი შედეგი სულ ხუთჯერ დაფიქსირდა, ერთხელ "ინტერმა", დანარჩენი კი "იუვენტუსმა" შეძლო, თუმცა "კალჩოპოლის" სკანდალის გამო, "ბებერი ქალბატონის" 2005-06 წლების სეზონის მიღწევა ანულირებულია.

გავიხსენოთ ამ გუნდებს
შორის ჩატარებული მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, სადაც რომაელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ თავდაცვაზე მაქსიმალურად იფიქრა, მის გუნდს მოწინააღმდეგის კარისკენ ნორმალურად არ გაუხედავს, თუმცა შეხვედრის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი კრის სმოლინგს დიდოსტატურად გაექცა და გამარჯვების გოლი (1:0) გაიტანა. ისიც გვახსოვს, იმ დაპირისპირების წინ "განსაკუთრებულად" წოდებული სპეციალისტი ღიად ამბობდა, ხვიჩა კვარაცხელია ყველა ხერხით უნდა შევაჩეროთო. მან ახლა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სპალეტის გუნდის გარკვეული მოდუნება ჩაიფიქრა და ჩემპიონობა უკვე მიულოცა. პორტუგალიელმა ისიც თქვა, რომ ამ შეხვედრის მთავარი კაცი პაოლო დიბალაა. არგენტინელ ფეხბურთელს არაფერს ვერჩით, თუმცა მოურინიოს ამ ნათქვამს დიდი გამოცდა ელის. საგანგებო დაცვით სისტემაში ქართველი გარემარბის ირგვლივ პოლონელი ნიკოლა ძალევსკი იმოძრავებს, ნემანია მატიჩი კი საყრდენ ზონას გაამაგრებს. შეხვედრას დანიელე ორსატოს სახით ისეთი არბიტრი განსჯის, იმედი გვაქვს, ნებისმიერ ხისტ ქმედებას შესაბამისად დასჯის.

Sportall.Ge

თუკი ვიქტორ ოსიმენი გოლის გატანას შეძლებს, ის მისთვის სეზონში მე-14 იქნება, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება გამოვა. აღსანიშნავია, რომ ის სტანდარტულ მდგომარეობებს (პენალტი, ჯარიმა) არ ასრულებს. ნიგერიელს ოთხჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ (სულ 7 შედეგიანი მოქმედება აქვს) გაატანინა. ოსიმენს პიოტრ ზელინსკიც კარგად უგებს. "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა, ძირითად შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს, პოლონელს კი სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებენ - სასტარტოში ელიფ ელმასმა უნდა დაიწყოს.

Sportall.Ge

"რომას" "ნაპოლისთვის" 2019 წლის შემდეგ არ მოუგია და ზოგადად, ჟოზე მოურინიოს ლუჩანო სპალეტის წინააღმდეგ უჭირს. პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი 60 წლის გახდა, თუმცა ჟოზემ პომპეზურობაზე უარი თქვა და განაცხადა, "სტადიო მარადონაზე" გამარჯვება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო.

ორმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "კვარადონა" ბრუნდება და ის ახლა უკვე "რომას" ემუქრება. ჩვენებურმა ბოლოს სწორედ საშინაო არენაზე ითამაშა და "იუვენტუსის" (5:1) დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა - გაიტანა და ფაქტობრივად, ყველა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.

altავტორიტეტულმა The Guardian-მა ხვიჩა აღიარა - ქართველი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელეს!

altსკუდეტოსთან 33 წლის შემდეგ, კვარაცხელიას ტრანსფერის დიდი დამსახურებით - 1-ელი წრე დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
2-ე წრის 1 ტურის ომახიანად დაწყება,მთელ გუნდს და რაც მთავარია ჩვენს კვარას(არანაირი კვარადონა,ის ჩვენი ქართველი ხვიჩაა:)),თანაც ძალიან კარგ გუნდთან,მეტ თავდაჯერებას მისცემს.ისე კი "ნაპოლის" რა უნდა დაუპირისპიროს "რომამ" არ ვიცი.დაფრინავს ჩვენი ბიჭი....
გაგა
18:59 27-01-2023
0
ფეხბურთს უხდება გამოთქმა - პური და სანახაობა.
პური ამ შემთხვევაში შედეგია.
ნაპოლიში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ვინც პურს მოიპოვებს, მაგრამ ხვიჩა ერთადერთია, ვინც პურის მოტანასთან ერთად, სანახაობას ქმნის.
No Kvara, No show-ო რომ წერენ ფბ-ზე, ამაზე კი ბუზღუნობს ზოგი მისი მოჰეითერო სასტავი, მაგრამ რეალურად ეგრეა, როცა კვარა არაა, ნაპოლი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, სანახაობა აკლიათ. ხანდახან ზელენსკი ან ელმასი თუ გაიფაფხურებენ და სულ ეგაა.
გადახედეთ ნაპოლის სეზონის გოლებს, გატანილ გოლებშიც კი ჩანს თუ რამდენად 10 თავით მაღლა დგას სანახაობრივი ფეხბურთით ხვიჩა დანარჩენებთან შედარებით.
Charley
21:32 27-01-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული