გოლი და საგოლე გადაცემა - ლევან შენგელიამ "პანეტოლიკოსს" გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთის ჩემპიონატზე ლევან შენგელიამ მესამე გოლი გაიტანა - 8 ოქტომბრის შემდეგ პირველად.

სუპერლიგა 1-ის მე-20 ტურში „პანეტოლიკოსმა“ გასვლაზე „ვოლოსი“ 3:2 დაამარცხა, შენგელიამ კი გოლი გიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ბერძნულ გუნდში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს.

აგრინიონული გუნდი 23 ქულით მერვე ადგილზეა და 5 თებერვალს „ასტერასს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბრავო ზური, კარგი თამაში იყო გილოცავ გამარჯვებას. ქართველ გულშემატკივრებს ძალიან გვახარებს შენი წარმატება და წინ დიდი გამარჯვებების იმედი ყვაქვს როგორც ნაკრებში ასევე შენს კლუბში.
gio9
29 იანვარი 2023 14:31
0
აღარ გაეკაროთ ბელგიას ქართველი ფეხბურთელებიი!!!
ირაკლი
29 იანვარი 2023 13:56
0
მეიმედება ეს კაცი!
სოფასცორე-ზე შენგელიას შეფასება ყველაზე მაღალი იყო: 9.0!
იქნებ შევიდნენ ბიჭები ფორმაში მარტამდე და ტრავმებიც არ ჰქონდეთ!
თემური
29 იანვარი 2023 11:02
0
ეგრე რაა ლევან შებერე ბოლომდეე ... შენი მჯერა თუ მოინდომებ გამოგივა ... მარცხნიდან გვიჭირს ნაკრებში მაინც და ბევრი უნდა მოინდომოოო ...
bejo
28 იანვარი 2023 23:58
1
მარჯვნიდან
მინდია
29 იანვარი 2023 01:31
0
ჩაკვეტაძესთან ერთად შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო და იმედია თავის საუკეთესო ფორმაში შევა და მეტიც, გააუმჯობესებს მას!
ლაშა
28 იანვარი 2023 23:49
0

სიახლეები პოპულარული