საბერძნეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში, სახლში "ვოლოსთან" წაგებულ მატჩში (2:3), გოლი"პანეტოლიკოსის" თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ გაიტანა.
შენგელიამ მეოთხე წუთზე ცენტრში მიიღო ბურთი, კარიდან წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ დაგომ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 44-ე წუთზე "პანეტოლიკოსის" ფორვარდი კარელისი გააძევა.
შენგელია 72-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 7 მატჩში 2 გოლია.
"პანეტოლიკოსი" 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე "ასტერასს" დაუპირისპირდება.