ჟირონდულმა გუნდმა გასვლაზე 3:0 დაამარცხა „დიჟონი“, მეორე გოლი იოან ბარბეტმა 56-ე წუთზე დავითაშვილის მოპოვებული საჯარიმოს შედეგად გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე ზურიკოს პასით საბოლოო ანგარიში დიანე ბაკვამ დააფიქსირა. თუმცა, მას საგოლე გადაცემა სტატისტიკურ მონაცემებში არ ჩაუთვალეს. ქართველი 72-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდო“ 36 ქულით მეორე ადგილზეა და 31 ინვარს „ჰავრს“ დაუხვდება.
„მეცის“ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი 92-ე წუთზე ლენი ჯოზეფის გატანილი გოლით სტუმრად ფრეს მიაღწია „ვალანსიენთან“ – 1:1.
„მეცი“ 32 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 31 იანვარს „როდეზს“ უმასპინძლებს.