როგორ ნახოს კვარაცხელიას თამაში მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა? - სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩვენს რეალობაში სრულიად ახალი მუხტი შემოიტანა და ამის უარყოფას ვერავინ ეცდება. უფროსი თაობის გულშემატკივრებში ძველი თბილისის "დინამოს" ემოციებმა იფეთქა - როცა მათი თამაშის დღე იყო, დილიდანვე სხვანაირი ფუსფუსი და მოლოდინი რომ შეიმჩნეოდა, დღევანდელი ახალგაზრდები კი იმაში დაარწმუნა, რომ ჩვენებსაც შეუძლიათ რჩეულებში იყვნენ, უამრავ სიხარულს გვანიჭებდნენ და არა გაორმაგებულ გრძნობებს გვიტოვებდნენ... თანაც, მწარე გამოცდილებაც ხომ ზურგს უკან გვაქვს - ლეგენდები გიორგი ქინქლაძეზე, ლევან ყენიას სევდიან ისტორიასა თუ ჯანო ანანიძის პერსპექტიულობაზე. "კვარა" ნეგატიური ფიქრებიდან გვცლის, ის სპორტულად ყოველდღიურად უკეთესი ხდება, პროგრესი სახეზეა,
მენტალურად ძლიერი ჩანს და თავმდაბალი, ალალი ბიჭია. ფეხბურთს შეუძლია, ბევრ ცუდზე მაღლა დადგეს, დაგვავიწყოს, შეცვალოს და გაგვაერთინოს, თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც საყოველთაობას ხელს უშლის, იმას, რომ როგორც ტელეეკრანებთან, ასევე უშუალოდ, იტალიურ მოედნებზე, ჩვენებურის სილაღე უფრო მეტმა ქართველმა იხილოს.

Sportall.Ge

გვესმის, დრო შეიცვალა. "ბნელი და ტკბილი 90-იანების" შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ყურება მთელი საქართველოს მასშტაბით დღევანდელზე მოსახერხებელი რომ იყო (დიმიტრი ობოლაძის ხმა ახლაც ჩაგვესმის). მერე დიდი დრო გავიდა. კონკურენცია თუ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები შორს წავიდა, თუმცა დღეს ქვეყანაში ისევ ბევრი ადამიანი თუ ოჯახია, რომლებსაც იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის"  მატჩების ცქერა და კვარაცხელიას გულშემატკივრობა უნდა, თუმცა ვერ ახერხებს. რატომ? - მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან თუ არ ვიხედებით, შევამჩნევთ, რომ ყველა რეგიონში ჯერ კიდევ ფიზიკურად არაა შესაძლებელი, შესაბამისი სიგნალი მიიღონ. ანაც, არის, თუმცა წარმოვიდგინოთ ოჯახები, რომლებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაკლებად მოძრაობენ, სათანადოდ ვერ ერკვევიან იმაში, თუ როგორ უნდა შეიძინონ ესა თუ ის პაკეტი ტელევიზიითა და ინტერნეტით. ანაც, არსებობს სხვადასხვა ღირებულების შეთავაზებები და ნუთუ შეუძლებელია, "ნაპოლის" შეხვედრები ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი იყოს?! მიზეზები უამრავია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ დროს ყველას - ხელისუფლების, სპორტული მედიისა თუ ნებისმიერი პროფილის კომპანიის ინტერესი ის უნდა იყოს, ამ საკითხზე შეძლებისდაგვარად, ბევრი ვიმუშაოთ, რომ "კვარადონას" საღამოები მაქსიმალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. პათეტიკაში გადასვლა ნამდვილად არ გვჭირდება და რაღაც შეუძლებლის თქმას არც ვაპირებთ, არც ვინმეს ვადებთ ხელს, რომ ეს მაინცდამაინც მათი მოვალეობაა; უბრალოდ, ეს წადილი მაქსიმალურად ყველას უნდა აუსრულდეს და Sportall.ge-ც მზადაა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ამაში მონაწილეობა მიიღოს. სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!.. მინიმუმ, ის ხომ ყველას შეგვიძლია, ადამიანებს ნიშნისმოგებით არ ველაპარაკოთ და ხსენებული საკითხის მოგვარებაში შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.

კიდევ ერთი ამბავი იტალიაში გამგზავრებას ეხება. დასაფასებელია ისეთი პროექტები, რომლებიც სამართლიანობის განცდას ტოვებს. მაგალითად, შოთა არველაძის ინიციატივით, ნეაპოლში საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები ჩავიდნენ, რაც ყოველგვარ სუბიექტურობას გამორიცხავს. ამ დროს უფრო მეტად ვხედავთ იმას, საჩუქრის მიღება "ლაიქების" რაოდენობით თუ სხვადასხვა ხერხით მოხდეს. ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ ისარგებლებს მისი საჩუქრით, მაგრამ ძალიან გვინდა, ის ადამიანებიც ეზიარონ ამ ბედნიერებას, ბევრი "მოწონების" მოგროვება კი არა, ინტერნეტი რომ ჩართონ, შესაბამისი ტელეფონი არ აქვთ. არ გვესმის, რა უნდა იყოს ნებისმიერი საფეხბურთო კლუბის აკადემიის ბავშვებისთვის მოტივაციის უფრო ასამაღლებელი და ამავდროულად, სასიხარულო, მათი იტალაიში გაგზავნა მაქსიმალური ხელშეწყობით რომ მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ არავის ვამუნათებთ, მხოლოდ ჩვენს სურვილებს ვაჟღერებთ.

Sportall.Ge

ამ თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. რამდენიმე წელია, "ნაპოლის" ქართული ფან-კლუბი ჰყავს. თამამად ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ გუნდში ჩარიცხვამდე ჩვენს ქვეყანაში ასეთი, მათ გარდა, თითქმის არავინ იქნებოდა. სერია "ა" აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს და ცოტათი უსამართლობის განცდა ჩნდება, როდესაც ამ ფან-კლუბის ხელმძღვანელი ჯერ ნეაპოლში არ ყოფილა - თავად ვერ ახერხებს, შესაბამისი შეთავაზება კი, ალბათ, არ მიუღია.

და ერთიც - ნეაპოლი და კრემონე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან და თუკი მანდაც ჩასვლა სპორტული ტურის ფარგლებში ასე შეუძლებელია, იქნებ ლუკა ლოჩოშვილმა თავად შეძლოს ცოტა ხნით "დიეგო მარადონას" არენასთან ახლოს მისვლა და თანამემამულეებთან შეხვედრამ ის კიდევ უფრო ენერგიულად დამუხტოს - მაშინ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

რთული სათქმელია, ამ წერილს ვინ როგორ მიიღებს, ჩვენი მიზანი კი მხოლოდ ერთია, შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანი გავაბედნიეროთ!..

alt"ხვიჩას "რომასთან" მატჩის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი

altმატჩის დღე! ხვიჩა VS დიბალა - მოურინიოს ნათქვამს დიდი გამოცდა ელის!..

მკითხველის კომენტარები / 29 /
დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნიდანაც შეუძლებელია ნორმალურად ყურება ! დიახ არ მოგესმათ, 21-ე საუკუნეში პლეხანოვზე,ვერც სილქნეტმა და ვერც მაგთიმ ვერ უზრუნველყო ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანა ( უკრაინაში ომი მიდის გაქანებული და მანდაც კი არ დგას ეს პრობლემა) ხოლო ვინაიდან თავის მხვრივ სენტანტაას ბზიკმა უკბინა და უცებ გადაწყვიტა მხოლოდ ეიჩ დი ხარისხში იმაუწყებლოს, დიესელ ინტერნეტის მომხმარებლებს გაგვეთიშა სენტანტას არხები და იძულებული ვარ,ლინკებს ჭედავს ჭედვით ჩავუჯდე. ანტირეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს,თავად შეაფასეთ რა ქვია ასეთ კომპანიებს !
ავტორს
15:17 29-01-2023
2
ზოგადად სამყაროს ეკონომიკური მოწყობა უსამართლოა საქართველოში კი უკიდეგანოდ უსამართლო. რეალურად საქართველო არის ღარიბი ქვეყანა რომლის მოსახლეობის 85 % შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია და ამ 80 % დან მინიმუმ 40% ემიგრანტების გზავნილებია. ასეთი ღარიბი ქვეყნის ეკონომიკას ჭირდება ნახტომისებური ზრდა და არა კუს ნაბიჯით სიარული რომ ქვეყანამ ცივილიზაციის რაღაც მინიმალურ სტანდარტს მაინც მიაღწიოს. ამის დასაძლევად აუცილებელია "ტვინები" და ინოვაციები ასეთი ტვინები კი კრიტიკულ დეფიციტს განიცდის ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. უპირველეს ყოვლისა მათი მხრიდან შეგნებლი დაბლოკვა, ასეთი კადრების ასპარეზზე გამოყვანისა. მოსახლეობის ის უზრუნველყოფილი 15 % კი სეტანტა და გუგლის დაჰაკული ლინკების ძებნა კი არა, ყოველ უიქენდზე ეკონომ კლასით ჯგუფურად მიემგზავრებიან ნეაპოლში და ცოცხლად ადევნებენ თვალს კვარას და კამპანიას. აი ეს არის სოციალური უთანასწორობა. პირველ რიგში ხომ კვარას ყოველკვირეული "დღესასწაულები" დრიბლინგი პასი თუ გოლი ქართველ ხალხის იმ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენებს ახარებს რომლებსაც 2 საათი მაინც ავიწყებს ყოველდღიურ რუტინას სევდას თუ კრედიტის დაფარვას.
Charley
15:44 29-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული