კვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს კალჩოში 15 შეგდებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 8 ასისტი), მასზე კარგი მაჩვენებელი კი იტალიაში მხოლოდ სწორედ ოსიმენს აქვს (14 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა).

როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელს უკვე 14 გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ის ტოპ-5 ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადავიდა.

ოსიმენზე წინ მხოლოდ ერლინ ჰოლანი და ჰარი კეინი არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
კვარას ქართულ ინტერვიუებს უსმენენ იტალიელები და იძახიან რა ლამაზი ენააო, უკვე მერამდენედ შემხვდა.
ახლა ვნახე კიდე იტალიელი ჟურნალისტი გოგოს (paolina saulino) ინსტაგრამსთორი, სადაც კვარას ქართული ინტერვიუ უდევს და იძახის პირველად ვუსმენ ქართულს და რა ლამაზი ენააო. ასევე ძალიან ბევრი მხვდება კომენტარები, სადაც იტალიელები მის ქართულ ინტერვიუებს აზიარებენ.
ზუატად ვიცი, გულწრფელები არიან. ფეხბურთს შეუძლია ეგ, მახსოვს როგორ ვუსმენდი ბავშვობაში ესპანელი ფეხბურთელების ინტერვიუებს, ისე რომ ვერაფერს ვიგებდი.
რა ბედნიერებაა ეგ ბიჭი რომ არსებობს!
Spain
13:03 30-01-2023
2
იტალიელებმა ძალიან დიდი ხნის წინ იცოდნენ საქართველოზე და ქართველებზე ! ნაპოლის გვერდზე იტალიელები რომ კითხულობდნენ კვარას შესახებ და რა ქვეყანაა საქართველო და სადააო მე დავუდე ჯერ კიდევ 1940 წელს გადაღებული ცნობილი ვიტორიო დე სიკას ფილმის ნაწყვეტი სადაც მასწავლებელი გაკვეთილზე ელაპარაკებოდა მოსწავლეებს თეთრი რასის წარმოშობის შესახებ და სადაც ამბობს დაახლოებით ამას--თეთრი რასის სამშობლოდ უნდა მივიჩნიოთ საქართველოო სადაც ქალები არიან ტანადები და ლამაზები და კაცები მაღლები ძლიერი აგებულების შავ თმიანებიო ! და რომ ნახეს გაგიჟდნენ (ათზე მეტი გაკვირვების სმაილი დაიდო 1 საათში) და მე მეკითხებოდნენ საიდან იცი ამ ფილმის შესახებო და საერთოდ იტალიის შესახებ ამდენი რამეო ? იმათ მგონი ვიღაცა გაუნათლებელი ბანანის რესპუბლიკა ვგონივართ @ ის კი არ მითქვამს იმათთვის რომ როცა თქვენთან ტყეში ტახებს დასდევდნენ შუბებით და მშვილდისრებით და ხალხს კოცონებზე წვავდნენ ჩვენთან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იწერებოდა და დემოკრატიის წესებით იმართებოდა ქვეყანა და სიკვდილით დასჯაც იყო აკრძალული ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ! მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ დავუწერე გასაგებია რატომაც !
zura222
17:52 30-01-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული