ზოგადად, ანალოგიები რთული საკითხია. ბიოლოგიურ ტყუპებს შორისაც კი
ერთია წმინდა საფეხბურთო ასპექტებით შედარება და მეორე, ურთიერთდამოკიდებულებებით. კვარაცხელია და ოსიმენი ერთმანეთს "თვალებახვეულიც" ხედავენ, სწამთ, რომ საერთო ძალისხევით შეუძლებელი არაფერი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ხავისა და ინიესტას წყვილი ჰარმონიულ კავშირში იყო, თითქოს განსხვავებული საუკეთესო თვისებები რომ ჰქონდათ, ერთმანეთს არ ჰგავდნენ, ამავდროულად კი, მათი გარჩევა გვიჭირდა.
ახლო წარსულში გვახსოვს ფეხბურთელები, რომლებიც მართლაც ურთიერთს ავსებდნენ, ისე კი, აბსოლუტურად სხვადასხვა ფილოსოფია ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მხოლოდ შემტევები არ იგულისხმება. ნეაპოლელი ფაბიო კანავარო ალესანდრო ნესტასთან ერთად იქნებ ამის კარგი მაგალითიც იყოს. იტალიის ნაკრებში მათი გამარჯვებისკენ მტკიცე რწმენა სხვადასხვა ხასიათს ეფუძნებოდა. აქაც, ხვიჩა მორიდებული ბიჭია, ვიქტორი კი - უფრო ხისტი, ექსცენტრიკული და პირდაპირი.
თავის დროზე ტიერი ანრისა და დენის ბერგკამპის მძლავრმა დუეტმა ინგლისის პრემიერლიგა სულ სხვა ეტაპზე, სათამაშო ფილოსოფიასა და სტილამდე აიყვანა. ის წყვილი ქართულ-ნიგერიულს არ ჰგავდა, თუმცა ტიტულებით ნაკლებად განებივრებულ ლონდონის "არსენალში" მეფური დროება დააყენეს, ეს კი "ნაპოლისთან" (სკუდეტოს 33-წლიანი წყურვილი) სწორედ დიდებული მსგავსებაა. სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება, წმინდა ქართულისაც კი, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს...
კვარაცხელია-ოსიმენის ერთობა თუკი ოდესმე დაიშლება, ეს ყველასთვის გულდასაწყვეტი იქნება. ლუჩანო სპალეტი ამას არ დაუშვებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება?! არც ისაა გამორიცხული, გამოჩნდეს გუნდი, რომელიც მათ შეძენას ერთდროულადაც კი გადაწყვეტს. თანამედროვე ფეხბურთს რას გაუგებ, ხსენებული მოთამაშები ტრანსფერზე გამუდმებით მოფიქრალი ნამდვილად არ არიან, თუმცა რეალობას ვერავინ შეცვლის. ყველაზე ცოტა, სეზონის ბოლომდე, ისინი ერთად იქნებიან და კიდევ ბევრ ლამაზ ეპიზოდს გვაჩუქებენ.
კვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ
როგორ ნახოს კვარაცხელიას თამაში მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა? - სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!..
ჰო ასე მოსჩანს ეს კადრებში და ეს პირველი შემთხვევა არაა თუ აკვირდებით.