მამარდაშვილის "ვალენსიაში" ყველაფერი ისევ აირია - რას მოიტანს მწვრთნელის ცვლილება?!

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" ამბავი გიორგი მამარდაშვილის გამო ძალიან გვაფიქრებს. ისედაც, გულშემატკივრებისთვის დასანანია, რომ კლუბი, რომელიც "ბარსელონასა" და "რეალს" ყოველთვის მაქსიმალურ წინააღმდეგობას უწევდა და ჩემპიონთა ლიგაზე ფინალებამდეც მიუღწევია, უკანასკნელი წლების განმავლობაში საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბდა. ჯენარო გატუზო გათავისუფლებულია, თუმცა ეს სეზონის მეორე ნახევარში რამეს მნიშვნელოვნად შეცვლის?!

მას შემდეგ, რაც "ღამურებში" სინგაპურელი ხელმძღვანელობა მივიდა, აქ ყველაფერი აიბურდა. მწვრთვნელების ხშირი ცვლა, ნაკლები ნდობის გამოცხადება მისთვის, ვინც მეტს იმსახურებდა. მაგალითად, მარსელინიოსთვის; სამეფო თასზე გამარჯვების შემდეგ. თუნდაც, ხოსე ბორდალასი, რომელმაც გარკვეულწილად, მომავლის კონტურები გამოკვეთა (გუნდი "კოპა
დელ რეის" ფინალშიც გაიყვანა). გატუზოზე ჩვენც რამდენჯერმე დავწერეთ, რომ მას არ ჰყავდა იმ დონისა და სტილის შემსრულებლები, როგორადაც თამაში წარმოედგინა და ადრე თუ გვიან ეს პროექტი დასრულდებოდა. ჯენარო განსაკუთრებულ სპეციალისტად მაინც ვერ ჩამოყალიბდა.

მხოლოდ მწვრთნელებზე გადაბრალება არ ივარგებს. ვალენსიურ კლუბში კარგი აკადემიაა, შემდეგ კი ხელმძღვანელობის მიზანი ისაა, მაქსიმალურად ხელსაყრელი ტრანსფერები განახორციელონ. მაგალითად, გასულ ზაფხულს კარლოს სოლერი პსჟ-ში წავიდა. ასეთი მაგალითი რამდენიმეა. ყოველწლიურად ახალი გუნდის შექმნის პარალელურად, შედეგების დადება უტოპიად მოჩანს, არადა ამ კლუბს ხომ ორი მონსტრის დაჯაბნა და ესპანეთის ჩემპიონობაც კი შეუძლია. გუნდის გულშემატკივრებს შედეგები სურთ და არა ის, რომ ამ მხარის მეორე გუნდ "ვილიარელს" ბევრად კარგი პერიოდი ედგას.

უკვე მერამდენედ, გუნდს ისევ ვორო ჩაიბარებს. ის ამ გუნდის დროებით მწვრთნელად უამრავჯერ ყოფილა, ერთხელ მუდმივადაც კი დანიშნეს. შემდეგ ალბათ, ისევ ახალ დამრიგებელს მოძებნიან, თუმცა ეს უფრო ერთ წრეზე ბრუნვას დაემსგავსა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მისი დიდი პროგრესის გათვალისწინებით, ქართველი მეკარე უკვე ამ გუნდში აღარ გვემეტება, განსაკუთრებით, ამ დაცვის ხაზის ფონზე. ვნახოთ, გატუზოს გუნდიდან გაშვება "მამარდასთვისაც" რას შეცვლის.

alt"ვალენსიამ" გატუზო გაუშვა - მამარდაშვილი მწვრთნელის გარეშე დარჩა

altმამარდაშვილს მეტი ამბიცია სჭირდება - გატუზოს პროექტს დრო ვერ აძლიერებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მარტო გატუზოზე დაბრალება უმეცრობაა. იმ სინგაპურელი ხელმძღვანელობის ბრალია ვინც შემადგენლობა დაასუსტა და გატუზო მოიყვანა. გატუზო ფეხბურთელი რა იყო და მწვრთნელი ხომ სერთოდ უარესობაა. აზრი რა იყო ბორდალესის გაშვების და ამის მოყვანის? გატუზომ რაც იცოდა ის გააკეთა და ვინც თვალს ადევნებს მშვენვრად იცის რისი მაქნისიც არის. სეზონის დასაწყისშივე ნათელი იყო ვალენსია რასაც მოიმკიდა. მე ჩემი აზრი კი დავწერე მაშინვე მაგრამ მე ვინ ვარ? ჩემს კომენტარს რა აზრი აქვს? მამარდა უნდა წავიდეს ვალენსიიდა აუცლებლად. მაგ გუნდში სანამ ხელმძღვანელობა არ შეიცვლება იმ ვალენსიას ვეღარ ვიხილავთ, რაც ჩვენ გვახსოვ და გადასარჩენ გუნდში მამარდა ძალიან მეცოდება. ეგ სინგაპურელები ინვესტიციის ჩამდები რომ ყოფილიყვნენ იმდენ ტონის მიმცემ მოთამაშეებს არ გაუშვებდნენ გუნდიდან. მათ მაგივრად ვინმე მოიყვანეს მათზე უკეთესები? არავინ!! გიორგი წადი სეზონის ბოლოს მაქედან.
G.LA
15:03 31-01-2023
6
Ise laparakobt la ligashi titqos yoveli meore qartveli tamashobs sheeshvit ra mshvenirei gundia valencia neta sul dziritashi atamashon da iyos mand tripachobas tavi daanebet ra lokomotividan kaci msoflios camyvan ligashi tamashobs da isa esa ait moida zurabaaa
Lasha
19:02 31-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული