"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა დონ ჰაჩისონმა "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

"კვარაცხელია საუკუნის აღმოჩენაა, უბრალოდ დაუჯერებელი ფეხბურთელია. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მუდამ მზადაა გოლები გაიტანოს, თანაგუნდელებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.

ჟურნალისტმა ვეტერან შოტლანდიელ ფეხბურთელს ჰკითხა, თუ ვინ გაიმარჯვებდა "ნაპოლისა" და "არსენალის" ნეიტრალურ მოედანზე დაპირისპირების შემთხვევაში, ჰაჩისონმა არჩევანი "პარტენოპეიზე" გააკეთა.

"ჩემი აზრით, მატჩის პირველ 20 წუთში "ნაპოლი" წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდოდა, "არსენალი" გამოცოცხლდებოდა" და ანგარიშს შეამცირებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდებოდა.

ორივე გუნდს ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. იმედია,
მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს შეხვდებიან" - განაცხადა დონ ჰაჩისონმა.

alt"ეს 2021 წლის ზაფხულში მოხდა..." - რას იხსენებს "რუბინის" ყოფილი სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

alt"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკვე ყელში ამოვიდა ამ კვარაცხელიაზე სტატიები! საუკუნის აღმოჩენა არა იხვის ტოლმა! ეგეც ეხლა ხეოფსისის პირამიდა არ მყავდეს რა? რა უბედურებაა ასე გაფეტიშება?!
ვახო სანაია
01 თებერვალი 2023 15:57
23
გიორგის მივმართავ. ჯერ მარტო რანაირი გვარი აქვს კვარაცხელია, ოქროს ბურთს რომ მოიგებს და წამყვანი გვარის სწორად გამოცხადებას რომ მოანდომებს მთელი დაჯილდოების პროცესს და ბოლოს სწორად რომ ვერ იტყვის დაიღლება და ენას მოიტეხავს ადგება და მესის გამოაცხადებს გამარჯვებულად და მესის გადაცემენ ოქროს ბურთს.
vaxo sanaia
02 თებერვალი 2023 12:46
7
შენი სიძულვილი ამოვიდა ყელში!..
გიორგი
02 თებერვალი 2023 06:11
1
ტოპ 5 ის ორი საინტერესო ვარიანტიდან ჩემპიონატიდან ესპანეთი ინგლისში საოცრება იქნება მისი თამაში როდესაც ამ ჩაკეტილ სისტემებში რეებს აკეთებს
Offside
31 იანვარი 2023 14:50
4
ინგლისში ლამაზი ფინტით ჩამოიცილებს მეტოქეს და ეგრევე დაამტვრევენ ცხენბურთელები
Suxumchanin
31 იანვარი 2023 21:49
4
Agaraa italiashi katenachio daijeret ra... 2/3gundi tu tamashobs iset chaketil pegburts rac adre iyo
L.J .
31 იანვარი 2023 16:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული