ოფიციალურად - ზივზივაძე გერმანული გუნდის ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარიდან" მეორე ბუნდესლიგის კარლსრუეში გადავიდა.

ზივზივაძეს მისმა ახალმა კლუბმა ორწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა და ის 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"კარლსრუეს" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა განაცხადა, რომ ზივზივაძის თამაში გასული წლის ზაფხულში ნახა, მაშინ უნდოდათ გადაბირება, მაგრამ ვერ მოახერხეს, ბუდუს ნაკრებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, უნივერსალია, შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ გამოიყენონ და გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენია.

"კარლსრუე" 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 18 ქულით მე-15 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 5 თებერვალს სტუმრად "მაგდებურგს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები კაი კაცს..ჩაკვეს გამო ჰამბურგის თამაშებს რო ვუყურებდი(თ) || ბუნდესლიგა მართლა ბევრ ჩემპიონატს ჯობია დასწრებითაც ფეხ დონით და კლუბები 10-12 გუნდი სულ არის რომელიც ბუნდესლიგაში ჭიპ მოჭრილი და იქ ასასვლელად ბრძოლობს,ერთია ცოტა კარლსრუე ძალიან სუსტია და მიზანი არ გავარდნაა,მაგრამ უიიპეშტში ხო ამ დროს გაისროლა...
მირო
21:24 31-01-2023
1
ეხლა გიორგი ხარაიშვილიც წამოვიდეს უნგრეთიდან!!
საბა
20:38 31-01-2023
1

სიახლეები პოპულარული