"მეცი" საკუთარ მოედანზე "როდეზთან" ფრეს დასჯერდა (1:1). მასპინძელთა თავდამსხმელი მიქაუტაძე მწვრთნელმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მან 39-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 63-ე წუთზე თავისი გუნდი ულამაზესი გოლით დააწინაურა, 74-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა საპასუხო გოლი 79-ე წუთზე გაიტანეს. "როდეზის" განაცხადში არ იყვნენ ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე.
"მეცი" 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ შეხვდება.
მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - როდეზი 1:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (63), 1:1 ბუასიე (79)
გაძევება: მპასი (90, როდეზი)
"ბორდო" სახლში ლიდერ "ავრთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტოში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც მართლაც ძალიან აქტიურობდა და ხშირად ეუხეშებოდნენ. დავითაშვილს ორჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, ერთხელ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ბურთი კარს ააცილა და 76-ე წუთზე შეცვალეს.
ჟირონდული გუნდი 36 ქულით მესამე პოზიციაზეა (ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა "სოშო") და 3 თებერვალს გასვლაზე „პოს“ დაუპირისპირდება.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ავრი 1:2
გოლები: 0:1 კაზიმირი (15), 1:1 ნ’სიმბა (55), 1:2 ელ ჰაჯამი (78)
ბორდო - ავრი 1:2
გოლები: 0:1 კაზიმირი (15), 1:1 ნ’სიმბა (55), 1:2 ელ ჰაჯამი (78)
https://www.youtube.com/watch?v=8LYqT4wb8N8