მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცი" დავითაშვილის "ბორდოსთან" ერთად ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურშიც გამოიჩინა თავი.

„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ 2:0 დაამარცხა. მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 9 გოლია. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშუა მაჯას ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.

„მეცი“ 31 ქულით მესამე პოზიციაზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ვალანსიენს“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სახლში „ამიენთან“ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და ფრეს დასჯერდა (1:1). ქართველი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ბორდო“ 33
ქულით მე-2 ადგილზეა და 28 იანვარს სტუმრად „დიჟონს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს დავითაშვილი კიდევ თამაშობს სადმე? ყარაულის თოფივით წელიწადში ერთხელ გააქვს გოლი
ნაპოლი
11:55 14-01-2023
30
ზაფხულში ძალიან გაუჭირდება გუნდს იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წელიწადნახევრის წინ მათი დონის მოთამაშედ არ თვლიდნენ. დრო დააკარგვინეს ბელგიაში 1 წელი და ამან გარკვეული რეგრესი გამოიწვია. სიმართლე თუ გინდათ, მისი გაშვების გამო ვერ დარჩნენ ლიგა 1ში. ძალიან ცოტა დააკდათ. ვფიქრობ წინა სეზონის მეცი სხვა გუნდი იქნებოდა გიოსთან ერთად. უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში როგორც კვარას. წარმატებები ორივეს
Haaland
11:35 14-01-2023
2

სიახლეები პოპულარული