ცნობილი მოქანდაკე კვარაცხელიას ეწვია და მისი სტატუეტი აჩუქა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კამპანიაში მრავალი გულშემატკივარი ჰყავს და ერთ-ერთმა მათგანმა საჩუქარი გაუკეთა.

სან გრეგორიო არნემოს მონასტრის სახელოსნოს მოქანდაკე მარკო ფერინო "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას ფანია, დღეს ის ქართველს საწვრთნელ ბაზაზე ეწვია და თავის მიერ დამზადებული სტატუეტი აჩუქა.

Sportall.Ge

მარკო ფერინო ცნობილი მოქანდაკეა, იმ ქუჩაზე, სადაც მონასტერი მდებარეობს, თავისი სახელოსნო და მაღაზია აქვს. ოსტატი ცნობილია კლასიკური სიუჟეტების ახლებურად გადატანით.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა რომ ჩვენი იმედია ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ამ ბოლოს თითქოსდა მართლაც ვეღარ იტევს ისე თამამად ( დაგრუზეს იტალიელებმა შევისწავლეთო) ნუ მიაქცევთ ისევ ისე გააგრძელე ვერაფერს დაგაკლებენ თავდაჯერებულობა არ დაკარგო 100 დან ასჯერ ვერც მესი და ვერც მარადონა ატყუებდა მეტოქეს. ისევ ისე შენებურად მეტი სისწრაფე ცოტა ფიზიკაშეც მოუმატე მხარი კარგად ჩაუდგე ბურთთან არ მიაკარო იცოდე თავდაჯერებულობა ყველაზე დიდი მინუსია ქართველების ყველას ვინც ვერ ამართლებს ეგ ემართებოდათ პროფესიონალიზმი ზუსტად ეგაა ეგ მაკარონიკები ვინ უნდა შეაშინონ შენ მეომარი ხალხის გენი გაქვს ყოველთვის ერთი ათზე მოდიოდნენ. ხვიჩა გვჯერა შენი შრომას არ მოუკლო ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო აკეთე ის რაც კარგად გამოგდის. უფალი შეგეწიოს შენ და შენს ოჯახს.
კახა
09:11 05-02-2023
0
ბოდიშით თემიდან რომ ვუხვევ მაგრამ უნდა დავწერო!
ალბათ გეცოდინებათ იტალიელი ჟურნალისტი გოგონა, რომელიც კვარას თაყვანისმცემელია და სულ დადებითად საუბრობს მასზე. ამასთანავე ამ გოგომ დაიწყო თავის გვერდზე საქართველოს პოპულარიზაცია, უნდა საქართველოში ჩამოსვლა და როგორც თვითონ წერს, ხალხის და კულტურის გაცნობა, ამ ლამაზი ქვეყნის ნახვა, რომელიც აქამდე არ იცოდა...
ამ დროს ქართველებს გადმოაქვთ მისი პოსტები ქართულ უბადრუკ გვერდებზე და ღლიცინებენ, ლანძღავენ გოგოს და უწერენ, რომ კვარაცხელიას შეყვარებული ჰყავს და თავი დაანებოს!
ხალხო მთლად აფრიკის ტომებად ნუ გამოვჩნდებით ამ იტალიელების თვალში, გთხოვთ უმორჩილესად!!
ყველაფერს ნახულობს და ყველაფერი ითარგმნება დღეს.
ცუდს არაფერს აკეთებს ის ადამიანი, კვარა არის ცნობილი ფეხბურთელი და მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს უკვე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰყავს მილიონობით თაყვანისმცემელი, ვინც მის გამო შენი ქვეყანა შეიყვარა და მის პოპულარიზაციას ეწევა!
არავინ ძალით არსად არ წაიყვანს და არ მოიტაცებს კვარაცხელიას, განსაკუთრებით ქალები!
ხო შეიძლება ეს ჩამორჩენილი კომპლექსები გვერდზე გადადოს ერმა და ან საერთოდ დააიგნოროს ის ჟურნალისტი და ან ეგეთი სისულელეები არ მისწეროს.
შევირგოთ ეგ ვარსკვლავი ბიჭი, ნუ მოიჭრით თავს და მასაც ნუ შეარცხვენთ.
კვარამ მას მადლობა გადაუხადა მხარდამჭერისთვის, ვიდეოც ჩაუწერა და ეცით პატივი თქვენს საყვარელ ფეხბურთელს!
გავლენიანი ჟურნალისტია ნეაპოლში და ვინმე ხელწამოსაკრავი ვიგინდარა კი არ არის.
როგორ შეიძლება ადამიანი ლანძღო, არ მესმის უბრალოდ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული