კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სპეცია“ 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 გოლი და 9 საგოლე პასია.

მივყვეთ ქრონოლუგიურად: როგორც მოსალოდნელი იყო ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ, პირველი მომენტი მე-11 წუთზე შექმნეს, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დი ლორენცომ დაასწრო, მაგრამ მიზანს ვერ უწია. შემდეგ კვარაცხელიამ ამპადუს ბურთი აართვა, მეტოქემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს ხაზთან მოცელეს, თავად დაარტყა
კარში და ბურთი მცველმა გამოიტანა. 37-ე წუთზე ქართველი ისევ შეიჭრა საჯარიმოში, გატანა სცადა, თუმცა ოდნავ ააცილა კარს. პირველი ტაიმის დასასრულს „კვარამ“ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ნიგერიელმა შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, მასთან ბრძოლაში ბურთი საჯარიმოში ხელზე რეცას მოხვდა, პენალტი კი კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა. ნეპოლელებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააგრძელეს, ხვიჩამ რამდენიმე მეტოქესთან გარემოცვაში მოახერხა დარტყმა და ბურთს მეკარე დაეუფლა. ცოტა ხანში ოსიმენმა გაიტანა, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ მან თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა, მალე „კვარას“ ჩაწოდების მერე ბურთი მცველებმა გამოიტანეს, გამოსვლაზე მეკარეს ოსიმენმა აჯობა და ნეაპოლელები 2:0 დააწინაურა. ცოტა ხანში „კვარა“ მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, ყველა ელოდა, რომ თავად გაიტანდა, თუმცა უკეთეს პოზიციაზე მყოფი ოსიმენი მონახა და ამ სეზონში მეთექვსმეტე გოლი გაატანინა. მოკლედ, „კვარამ“ თავისი საქმე გააკეთა და სპალეტიმ შეცვალა.

„ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს „კრემონეზეს“ მიიღებს.

სპეცია. „ალბერტო პიკო“
სპეცია - ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 კვარაცხელია (47, პენ), 0:2 ოსიმენი (68), 0:3 ოსიმენი (73)

მკითხველის კომენტარები / 45 /
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისტვის
spaleti
05 თებერვალი 2023 18:27
0
წვერი და თმა რაღაც ცუდად მხვდება თვალში.სტილი შეიცვალე მოგიხდება. მისი საქმეა და რასაც უნდა იმას იზამს ეს ხალხი ნუ გამომეხმაურებით
ზოჰანი
05 თებერვალი 2023 18:24
33
ზოჰან მე კიდე რაღაც შენი ნიკი მხვდება ცუდათ თვალში.. ზ ასოს მაგივრად ფ რომ ჩაისვა , დაგხატავს ! )))))
ზოჰანას
06 თებერვალი 2023 03:18
1
თქვენ მართლაც რომ არ უნდა გამოგეხმაუროთ ადამიანი,მაგრამ მაინც: თუ ხვიჩას ნამდვილი გულშემატკივარი ხართ,მაშინ უნდა იცოდეთ რომ ბებია გარდაეცვალა და ორმოცამდე მოშვებული წვერით ითამაშებს!!! სხვა შემთხვევშიც ნამდვილად არ არის თქვენი საქმე რა სტილიც ექნება,ნუ ალბათ სხვა ვერაფერი მინუსი მოუძებნეთ და…. :))))
ზოჰანს გულშემატკივარი
05 თებერვალი 2023 19:08
7
დიდება შენ! დიდო ქართველო!
ბრწყინავს, ბრწყინავს ქართული ნიჭი.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
05 თებერვალი 2023 18:16
1
კაშკაშებს და ბრწყინავს ჩვენი საამაყო ვარსკვლავი!!! :))) წინსვლა და წარმატებები!!! უფალი ფარავდეს მუდამ!!!
გულშემატკივარი
05 თებერვალი 2023 18:05
0
ხვიჩას თუ თამაში წაუვიდა, თუ გინდა ნესტა და მალდინი დაუყენე პერსონალურად.
მეგრელი
05 თებერვალი 2023 17:56
1
ხვიჩა დიდი ხაარ, დღევანდელი პერფორმანსით ხვიჩამ პირდაპირ სპეციადან "მოიკითხა" ფედელე და მისნაირი ჰეითერები. ბიჭმა დაადასტურა მისი კოსმიურობა, ასეთ "ბეტონ" გუნდებთან ნაპოლის არაფერი გამოდიოდა და მან თავისი დიდოსტატური დრიბლინგებით დაიწყო სპეციას "ბოქლომზე" გასაღების მოძებნა და მოარგო კიდეც. ის პასი ოსიმენზე კიდევ უფლო ამაღლებს მის საფეხბურთო სიდიადეს. რანაირი კაცია ეს ვიქტორა, ფინტების კაცი არაა, მაგრამ საგოლე ალღო, ჯანი, მოედნის ხედვა ყველაფერი ადგილზე აქვს, არ ვიცი ვის შეიძლება შედარდეს, დროგბას ადარებენ, თუმცა შეუძლია უფრო მაგარი დადგეს. მინდა რომ კიდევ დიდხანს ატეროროს ამ დუომ აპენინის მწვანე მინდვრებზე მოწინააღმდეგეთა დაცვა მაგრამ თანამედროვე ასტრონომიული კაპიტალით "ახევაზე" დაგეშილი ბობოლები ამის სიამოვნებას სამწუხაროდ არ მოგვცემენ. მაგრამ საფეხბურთო ისტორიის ფურცლებიდან ვერაფერი ამოშლის ამ გამანადგურებელ ტანდემს რომელსაც კვარა-ოსი ქვია. სკუდეტო უკვე ნეაპოლშია უბრალოდ დარჩენილ ტურებში თავისი მაქსიმალური სიამოვნების მინიჭებისთვის გამოვა ნაპოლი მოედანზე. წინ ლიგაა და იქ უნდა აბობოქრდეს ვეზუვის ძირელები.
Charley
05 თებერვალი 2023 17:49
1
მესამე გოლი სად ოსიმენის ერთადერთი მომენტი უბრალოდ მაინც უსიამოვნოდ მომხვდა თვალში… ხვიჩას შეეძლო გატანა ხომ გასაგებია, მაგრამ მაინც პასი მოითხოვა მისგან ვიქტორმა…
მხოლოდ ერთი ნაკლი
05 თებერვალი 2023 18:20
24
კვარას პენალტის გატანა პირველად პოლიტანომ მიულოცა!...
ლაშა
05 თებერვალი 2023 17:47
0
ლაშა პოლიტანომ იმ საქციელის გამო ადგილი დაკარგა ძირითადში ხვიჩას რომ არ დაარტყმევინა ერთერთ იტალიურ გაზეთში დაიწერა დასაჯა სპალეტიმო დღეს შემოვიდა იმ მატჩის მერე პირველად , მაგიტომ არც გაუხედია ბურთისკენ
Soso
05 თებერვალი 2023 19:43
1
ლაშა პოლიტანომ იმ საქციელის გამო ადგილი დაკარგა ძირითადში ხვიჩას რომ არ დაარტყმევინა ერთერთ იტალიურ გაზეთში დაიწერა დასაჯა სპალეტიმო დღეს შემოვიდა იმ მატჩის მერე პირველად , მაგიტომ არც გაუხედია ბურთისკენ
Soso
05 თებერვალი 2023 19:43
0
ყველა გამოხმაურება
სად არის ის კლოუნი ფედელა?
გია
05 თებერვალი 2023 17:45
1
Kvara SUPER!!! Napoli ki uewveli chempionia!!!
Givi
05 თებერვალი 2023 17:40
0
როგორ გვახარებ ოქრო!!! მადლობა შენ!!!
დათო
05 თებერვალი 2023 17:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული