"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
ვინ არის შიშკინი, სად თამაშობდა, რას წარმოადგენდა, ვის სჭირდება მისი კომენტარები, რუსები არ იყვნენ მესხის თამაში რომ დაბლოკეს მსოფლიოს ნაკრებში, ყიფიანს რომ არ იძახებდნენ, გავრილოვს ათამაშებდნენ მის მაგივრად, ისე კარგი ადამიანებიც ცხოვრობენ რუსეთში, სიომინი, სლუცკი, მაგრამ ისინი შოვინისტები არ არიან პუტინისა და სხვათა მსგავსად, შეეშვით რუსების კომენტარების გადმოწერას, ძველმა ხალხმა ვიცით რუსული და თვითონ ვნახავთ, ახალგაზრდებსკი, მერწმუნეთ, არ აინტერესებს
პატრიოტი
06 თებერვალი 2023 14:11
0
შიშკინ, შე მართლა გირჩო! ნუ ილანძღები! რუსული სული არ არსებობს. არსებობს რუსული ბოროტება.
gg
06 თებერვალი 2023 14:07
1
რუსებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აზიის ყინულის ჰოკეის ჩემპიონატზე, როდესაც იქ თამაშის უფლებას მიიღებენ.
ქ. გ.
06 თებერვალი 2023 13:58
0
დიახაც ეგრეა! რუსები და ქართველები ფაქტიურად ერთი ერია! არ დაიწყოთ ეხლა ზოგ-ზოგიერთმა მოგზავნილმა რას წერო! დიახაც ეგრეა! მალე ერთად ერთ სახელმწიფოში ვიქნებით! ერთ ხალხს ვერავინ გაყოფს!
kaxa
06 თებერვალი 2023 13:58
29
ქართველი კაცი რუსობას რომ ნატრობ.. მგონი ყველაფრის განკურნება შეიძლება ამ საუკუნეში,მაგრამ აი მაგას ვერანაირი მედიცინა და თუნდაც ზებუნებრივი ვეღარ უშველის, უკურნებელი ხარ. შაგაი მარშ მატუშკა რასიაში!
ალექს
06 თებერვალი 2023 16:47
0
სულ მგონია რომ კაიფობ. ადრეც დაწერე რაღაც მსგავსი კომენტარი. სულ რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკა, რატომ უნდა გინდოდეს ვიღაცის მონობა და ჩმორად ყოფნა
დავით 67
06 თებერვალი 2023 16:47
1
რუსკიი კარაბლ იდი ნა ……..
რაააა?
06 თებერვალი 2023 13:50
2
როგორ გინდათ ქართველი რომ რუსეთუმედ აქციოთ, თორემ არ მახსოვს სხვა ეროვნების გამორჩეულ ადამიანებზე გეთქვათ იგივე. ხვიჩა თავმდაბალი, პატრიოტი და კეთილი ადამიანია. რუსული სული კი ამ ყველაფრის საპირისპიროა- ქედმაღლობა, შოვინიზმი და ბოროტება - აი ესაა თქვენი და კარგად მოუარეთ, არ დაგეკარგოთ, თორემ ეროვნებასაც დაკარგავთ. თან რაღა დაგრჩენიათ აწი, მხოლოდ სხვების ყურებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ ყველასგან და ყველაფრისგან იზოლირებულებმა. ადიოს!
ალექს
06 თებერვალი 2023 13:49
0
რუსულ სულთან ახლოს ყოფილა))))))) ამან მომაგონა პელემ რომ გაიტანა და პასტრელცოვსკი დაარტყაო, სტრელცოვს რომ შეადარეს))) საოცარი ხალხია რა))
დათო
06 თებერვალი 2023 13:37
8
მასლაჩენკომ რომ თქვა: კიპანი იგრაეტ ვ სტილე გავრილივა- :) :) :) არ გასწორდება ძაღლის ბკუდი
ადამიანი
06 თებერვალი 2023 14:21
0
უკვე ვხვდები რამდენი კომენტარი დაიბლოკება ამ სტატიის ქვემოთ)))
დავით
06 თებერვალი 2023 13:34
4
ახლა ზუსტად იმაზე ვფიქრობ, ისე როგორ ვთქვა ორიოდ "ტკბილი" სიტყვა "რუსულ სულზე", რომ არ დამბლოკონ. ჰოდა აღარაფერს ვიტყვი, ისედაც გასაგებია! :) )))
დავით
06 თებერვალი 2023 15:41
0
ვაი შენ პატრონს. კი ძაან გინდათ კვარა რო რუსი იყოს მარა ვერ მოგართვით. 145 მილიონი ხართ ქვეყანაში და ერთი საშუალო დონის ფეხბურთელიც არ გყავთ
ქართველი
06 თებერვალი 2023 13:23
4
რაც არუნდა იძახოთ ეს ბიჭი ჩვენია.სულითაც გულითაც და ყველაფრით საერთოდ. თქვენი ანზორა პაპაა და გყავდეთ,არსად დაკარგოთ
ნიკა
06 თებერვალი 2023 13:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული