სტუმრები ქართველმა თავდამსხმელმა 55-ე წუთზე თავის მიერ მოპოვებული პენალტით დააწინაურა - ის 11 გატანილი გოლით ჯოშუა მაჯასთან ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია. მე-80 წუთზე კი მიქაუტაძემ ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა და არტურ ატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოკლედ, გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე მეხუთე საგოლე პასი მიითვალა და 89-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცი“ 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 თებერვალს „კანს“ უმასპინძლებს.
ამიენი. „დე ლა ლიკონი“
ამიენი - მეცი 0:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (55, პენ), 0:2 ატა (78)