ქართველების "სლოვანმა" სტუმრად გაიმარჯვა და თასის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
სლოვაკეთის თასის 1/8-ფინალში „სლოვანმა“ გასვლაზე ბანსკა ბისტრიცას „დუკლა“ 2:1 დაამარცხა და 28 თებერვალს მეოთხედფინალში სტუმრად მეორე ლიგის „სამორინს“ დაუპირისპირდება.

უამინდობის გამო შაბათს გასამართი მატჩი სამშაბათს ჩატარდა - თავიდან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარებას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, გუნდები ცენტრალურ სტადიონზე ეთამაშებინათ.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა შეუცვლელად ათამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი 71-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

„სლოვანი“ შემდეგ მატჩს 12 თებერვალს ჩემპიონატზე დუნაისკა სტრედაში დაკ-თან გამართავს.

ბანსკა ბისტრიცა. „შტიავნიცკი“

დუკლა - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 აბუბაკარი (21), 1:1
ჰანესი (43), 1:2 გავრიჩი (62)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ვლადიმირ ბატონი მერება მიიწვიეთ Bატონი მერება მერებაშვილი
giorgi mereba
03:51 08-02-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული