კასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლორენცო ინსინიე ყველას დაავიწყა.

"პირადად ჩემთვის ეს "ნაპოლი" ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია, მათ შორის, "კაიზერსლაუტერნსა" და "ლესტერზეც", რომლებიც მოულოდნელად თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები აუტსაიდერთა რანგში გახდნენ. ნეაპოლელები ევროპის მასშტაბით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები ახალწვეულების მიმართ. ლობოტკა თითქმის არასდროს ცდება, კიმმა კულიბალი ყველას დაავიწყა, ისევე, როგორც "კვარამ" - ინსინიე.

"ნაპოლის" ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს.
სპალეტიმ კარგი ფეხბურთელები ძვირად ღირებულ მოთამაშეებად გადააქცია. ჩემი აზრით, "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მაინც მიაღწევს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება. გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

altკასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

alt"ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი სერია A-ში? - კასანომ რჩეული დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 5 /
კი მართალია მანჩესტერის ფანი ვარ და შეიძლება ცოტა მიკერძოებული ვიყო მაგრამ მე უძლიერეს მწვრთნელად მიმაჩნია ფერგიუსონი საშუაოლო დონის ფეხბურთელებით ინგლისის ჩემპიონატებს ხომ იგებდა და ლიგასაც იგებდა. პლიუს ამას ორი ფინალი წააგო. და წავიდა თუ არა ზუსტად იგივე სასტავით სხვა მწვრთნელები ლიგაზეც კი ვერ გადიოდნენ. ამას ქვია მწვრთნელობა. სამჯერ თუ ოთხჯერ ააშენა ახალი გუნდი. მიუხედავად იმისა რომ არსენალი არ მევასება ვენგერიც ზუსტად ეგეთი მაგარი მწვრთნელი იყო. და რატომღაც სპალეტის ვადარებ ამ ორ მწვრთნელს ოღონდ მარტო ამ სეზონში. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს
მაროკო
10 თებერვალი 2023 11:45
0
აჰაჰაჰა :D კასანო კვარას დიდი გულშემატკივარია :D ინსინიეს ადარებს კი არა, ზოგადად კვარას საფეხბურთო ფენომენს ეძახის.
goga
08 თებერვალი 2023 23:41
0
კასანო ზოგადად დადებითად არის კვარას მიმართ თუმცა ვერაფრით ვერ დავეთანხმები მის აზრს რომ ჩვეულებრივი ფეხბურთელები სპალეტიმ აქცია ძვირად ღირებულ ვარსკვლავებად,,რომ არ ყოფილიყო სპალეტი კვარაც ოსიმენიც კიმიც ლობოტკაც და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გახდებოდნენ ვარსკვლავები დღეს თუ ხვალ მაგრამ არ იყვნენ შარშანწინ და შარშან კვარა,,კიმი,,ნაწილობრივ ოსიმენიც((რაც ლილიდან გადმოიყვანეს პირველ სეზონს ატარებს სრულფასოვანს,,20-თამაშიც კი არ ჩაუტარებია მიყოლებით და ფორმაშიც ვერაფრით ვერ შევიდა))ლობოტკაც სელტადან მოიყვანეს იჯარით და შარშან გამოისყიდეს,,ანუ იმის თქმა მინდა რო ნაპოლისთვის კარგად მიეწყო რაღაც დეტალები და ამ იღბლიანობამ მოიტანა ესეთი ნაპოლი თორე შარშანწინაც იმის წინაც და შარშანაც ბევრად ძლიერი უნდა ყოფილიყო წესით სპალეტის ნაპოლი მაგრამ ალბათ ყველას გახსოვთ 10-12 ქულიან ჰანდიკაპებს როგორ ანიავებდა სერიალში და ლიგაზე ხო საერთოდ,,გაგახსენებთ მაშინ ნაპოლიში თამაშობდნენ;;მერტენსი,,იგუაინი,,ინსინიე,,ჰამშიკი,,კულიბალი,,ბერძენი მცველი,,მეკარე რეინა,,ფაბიან რუისი და კიდევ იყვნენ საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთელები მაგრამ ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ ქნა სპალეტიმ,,შარშანაც კი როცა იუვესაც რომასაც ინტერსაც და სეზონის დასაწყისში მილანსაც ჩავარდნა ქონდათ მაინც ვერ გახადა გუნდი ჩემპიონი და არსაიდან გააჩემპიონეს მილანი შეილება ითქვას((მილანის ფანი ვარ ბავშვობიდან და ძაანაც გამიხარდა))ასე რომ დააფასეთ კვარა მოუმატეთ ხელფასიც((რაც ალალად ეკუთვნის და დაიმსახურა)) და გუნდში მთავარ ლიდერათ მოიხსენიეთ თორე წავა მომავალ სეზონში და ნახავთ რა გუნდი გეყოლებათ სალეტისთან ერთად თუმცა კვარას და ოსის გარეშე,,ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით გადამეტებულს არავინ არაფერს ითხოვს,,ვერავინ დამაჯერებს კვარა ოსიმენი კიმი ლობოტკა და კიდევ ერთი ორი კლოპთან გვარდიოლასთან კონტესთან ან ნებისმიერ ექსტრა მწვრთნელთან დაიკარგებოდნენ,
გელა
08 თებერვალი 2023 20:31
2
საქმე იმაშია რო ნაწილობრივ გეთანხმებით, ძირითადად თემა ისაა რო სპალეტი 21/22 სეზონიდანაა ნაპოლის მწვრთნელი და ყველა ეს ფეხბურთელი ღირებული და კარგი მის ხელში გახდა, გარკვეული გავლენა და საკმაოდ დიდი და დადებითი გავლენა მან მოახდინა, ასეთი გუნდის გაკეთება ყველას შეიძლება არ გამოსვლოდა
რა მაფიაა?
09 თებერვალი 2023 18:38
0
ინსინიეს შემცველს ეძებდნენ და მარადონას შემცველი გამოუვიდათო :))
იტალიელები წერდნენ თავად, არაფერს ვიგონებ!
!!
08 თებერვალი 2023 18:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული