დაიშლება თუ არა ოსიმენისა და კვარაცხელიას ტანდემი? - "ჩელსი" ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვას გეგმავს

AutoSharing Option
90min-ი იტყობინება, რომ "ჩელსიმ" გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, ზაფხულში "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჩაიგდოს ხელში.

გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბი ნიგერიელში 150 მილიონ ევროს მოითხოვს, "ჩელსის" ახალი მფლობელი ტოდ ბოელი ამ თანხის გადახდას არ დათანხმდება და ფასის დასაწევად ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავს.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ინტერში" განათხოვრებული ფორვარდი რომელუ ლუკაკუა, რომელიც საშინელ ფორმაშია და "ჩელსის" მისი დაბრუნება არ სურს. მოკლედ, უცნობია, რას გადაწყვეტს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ეყოლება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას შეტევაში ოსიმენის ნაცვლად სხვა პარტნიორი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე კარგი გუნდია ნაპოლი და მისი სტადიონი ბოლომდე არ ივსება,55 ათასიანი არენაზე საშუალო დასწრებაა 42 ათასი,საკვირველია!
გაბო
09:30 10-02-2023
1
კვარა-ლუკაკუ არანაკლები იქნება ოსიზე
ირაკლი
09:59 10-02-2023
18

სიახლეები პოპულარული