დღეს, 10 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე, ბუნდესლიგა 2-ის მე-20 ტურში, "კარლსრუე" "ფიურტს" მიიღებს. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის ქართველ ახალწვეულზე, ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.
აიხნერის თქმით, შესაძლოა, დღეს ზივზივაძე მოედანზე ვიხილოთ.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ბუდუ სამატჩო განაცხადში მოხვდეს. ცხადია, ახალ ჩემპიონატთან ადაპტაცია დასჭირდება. ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება. რასაც ის ვარჯიშებზე კარის წინ ბურთით აკეთებს, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დიდ იმედს იძლევა" - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, "კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
18:10 10-02-2023
"ზივზივაძე ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება" - "კარლსრუეს" მწვრთნელი
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა დროს ადაპტაციაა თქვე უბედურებოო 8 თამაშია ზედიზედ არ მოგიგიათ და ათამაშეთი იქნება და ჰეთ თრიკი გააკეთოოს !PP
12
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული